დიდი ბრიტანეთი საშობაოდ შეზღუდვებს გაამკაცრებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კორონავირუსის გამო შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დიდ ბრიტანეთში იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
ეს ზომა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, შოტლანდიასა და უელსს შეეხება. ამის შესახებ შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება.
ინგლისში მეოთხე დონის შეზღუდვის ფარგლებში, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, შეღავათები ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა. დაიხურება სალონები, ბარები და სპორტდარბაზები.
შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველად 30 დეკემბერს გადაიხედება.
კომენტარები