• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი არეულობაა ოცნების მომხრეებში… მზადდება „მზაკვრული გეგმის“ გამოაშკარავების გეგმა–2 – სკანდალური ამბები

ალია ავტორი - ალია
20:21 12-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,692

თამო კეშელავა

დიდი არეულობაა ოცნების მომხრეებში, „ალია“ მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაციებს იღებს. რამდენიმემ უკვე ღიად დაიწყო მიშას მოწამვლაში სხვების დადანაშაულება და ისე ღრმად შეტოპეს, მტკიცებულებების გარეშე იმ ადამიანების დასახელებაც დაიწყეს სახელებით და გვარებით, ვისაც მიშას მოწამვლას დააბრალებენ და თუ საჭირო გახდება, ციხეებშიც ჩააყუდებენ. ასახელებენ ადვოკატებს და ნაციონალური მოძრაობის ერთ წევრს, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს მიშასთან. ეს ვერ დაბრალდება მელიას და ვერც ხაბეიშვილს, რადგან, ისინი თითქმის არ შედიან მიშას სანახავად. „ეჭვი გეპარებათ, რომ სწორედ იმიტომ არ შედიან ასე ვთქვათ, წინა ხაზე მყოფი ლიდერები მიშასთან, რომ მიშას არ უნდოდა მათი იქ შესვლა? ძალიანაც ენდომებოდათ მათთვის დაებრალებიათ მოწამვლა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებენ. უნდა დააბრალონ იმ ადამიანს, ვინც ხშირად შედის, თან იმდენად ხშირად, რომ რომელ ჯერზე მოწამლა და რანაირად მოწამლა, ვერ გავიგეთო, რომ თქვან, იმდენად ხშირად იყო შემოსულიო. ნაციონალური მოძრაობიდან ვის დააბრალონ მიშას მოწამვლა, ეგ უკვე დაგეგმილი აქვთ, აი, ადვოკატებს რაც შეეხება, მანდ ცოტა აირივნენ, გააჩნია, რას იტყვიან, რომელ პერიოდშია მიშა მოწამლულიო და იმისდა მიხედვით დააბრალებენ – რომელ პერიოდშიც რომელი ადვოკატი შედიოდა ხშირად, იმას დაადებენ ხელს.“ – გვეუბნება წყარო.

მისივე მონაყოლით, მიშას „მომწამვლელს“ აირჩევენ ერთი მარტივი კრიტერიუმით – რამდენად ხშირად შედიოდა მიშას სანახავად. სულ ეს იქნება მთელი „მტკიცებულებათა ჯაჭვი“. ანუ, თუ ცოტა ხნის წინ, ოცნების მომხრეების იძახდნენ, სადაა მიშა მოწამლული, არაა მოწამლული, რას იგონებენო, ახლა იძახიან, თავისიანები მოწამლავდნენო,  ანუ, ელოდება ოცნება, რომ მიშას მართლა მოწამლულად სცნობენ და წინასწარ ეძებს განტევების ვაცებს? ახლა მოწმდება ადამიანების რეაქცია, რამდენად დაიჯერებს ხალხი იმას, რომ პატიმარი მიშა, სადაც ყველგან კამერებია, მოწამლეს ხელისუფლების გარეშე. სხვათა შორის, „ალიას“ წყაროს თქმით, ერთ ვერსიად ისიც იგეგმება, რომ სააკაშვილის მოწამვლის დაკვეთა ვანო მერაბიშვილს დააბრალონ, მაგრამ ამ ვერსიას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან, რადგან ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილთანაც საკმაოდ კარგად იყო და შეიძლება ეს ის კვალი აღმოჩნდეს, რომელიც ბიძინასკენაც წაიყვანს გზას. მოკლედ, მზადდება „მზაკვრული გეგმის“ გამოაშკარავების გეგმა–2, როგორ მოწამლეს მიშა თავისიანებმა და სოციალურ ქსელში, ოცნების მომხრეებისგან უკვე ვრცელდება 3 სახელი და გვარი „მომწამვლელების“, ერთი ქალის და ორი ადვოკატის. ამ ორი ადვოკატიდან, საბოლოოდ ერთზე შეჯერდებიან, იმაზე, რომლისთვისაც მკვლელის იარლიყის მიკერებას უფრო დაიჯერებს ხალხი… სხვათა შორის, ოცნების ერთ–ერთი მომხრე ძალიან შორსაც წავიდა ფანტაზიაში და მიშას სანამ გაუშვებთ, ხელი მოაწერინეთ დოკუმენტზე, რომ არ არის მოწამლულიო, განაცხადა.

„ორი რამ მინდა ვთქვა, რაზედაც არავინ საუბრობს – პირველი, ამ ბოლოს, აქტუალური გახდა ციხეში ბუნტის დაანონსება, აქაოდა, ბევრი ავადმყოფი პატიმარი მოითხოვს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასო! კი, მოითხოვს და უნდა მოითხოვოს. პირდაპირ ვამბობ, არიან ქვეყანაში ადამიანები, ადვოკატები, ექსპერტები, დეპუტატები, რომლებმაც იციან, რამდენ ასეულ ავადმყოფ პატიმარს ეკუთვნის სასჯელის გადავადება და არ უვადებენ! ამაზე პირადად ჩემთან საუბრობენ პირად საუბრებში და ახლა საჯაროდ ვთხოვ ამ ადამიანებს, ისაუბრონ ღიად, დაასახელონ პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ეკუთვნით სასჯელის გადავადება და მაინც არ უვადებენ – საუბარია გულის, თავის ტვინის და სხვა ძალიან მძიმე დაავადებებზე. კი, ნამდვილად შეიძლება დაიწყოს ბუნტი ციხეში, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს შეიძლება გადაუვადონ პატიმრობა, არამედ, იმიტომ რომ ასეულობით პატიმარს ეკუთვნის სასჯელის გადავადება და უკანონოდ ტოვებენ მაინც საკნებში გამოკეტილებს.

და მეორე – იძახიან, რომ მიშას უნდა გადაუვადონ პატიმრობა და გაუშვან საზღვარგარეთ სამკურნალოდ – ბევრს ეს ასე წარმოუდგენია, გამოიყვანენ მიშას, ჩასვამენ თვითმფრინავში და გაუშვებენ სხვა ქვეყნის კლინიკაში, წაყვება ბადრაგი, დადგება იმ კლინიკის პალატასთან და კვირაში ერთხელ, სადღაც გამოცხადდება მიშა და თითს დაადებს, ან ანალიზის პასუხს წაიღებს – მორიგი სისულელე. როცა პატიმარს გადაუვადდება პატიმრობა 1 წლით, სად იმკურნალებს როგორ და როდის, მხოლოდ მისი საქმეა და ის 1 წელიწადი მას არავინ აწუხებს, სრულიად არავინ. შესაბამისად, მიშას, წესით, სასჯელის გადავადება უფრო აწყობს, ვიდრე შეწყალება, რადგან თაროზე ბევრი საქმე აქვს ოცნებას შემოდებული და შეწყალების შემდეგ, სხვა საქმის ჩამოღება შეუძლია. აი, პატიმრობას თუ გადაუვადებს, რა საქმეც უნდა დაიწყოს, მიშას ხელში ექნება სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, მას 1 წელი მისცეს სამკურნალოდ და გადაუვადეს პატიმრობა. შესაბამისად, თუ მიშას გადავადება უფრო აწყობს სასჯელის, ბიძინას შეწყალება უფრო აწყობს მიშას, რადგან მას სხვა საქმეების სახით, ბერკეტები დარჩება ხელში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დაჟეჟვას გატეხვას ამჯობინა ბიძინა ივანიშვილმა და სალომე ზურაბიშვილის ხელით შეწყალებისკენ ამიტომაც იხრება.“ – ამბობს „ალიას“ იურისტი რესპონდენტი.

„ახალი წლის შემდეგ მოულოდნელად ჩამოვა ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს“ – სკანდალური ამბები!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved