დიდი დიღმის მოსახლეობა ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობას კიდევ ერთხელ აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობა იწყება. მოსახლეობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას ითხოვს და მათ მოუწოდებენ, სტადიონის პროექტისთვის სხვა ტერიტორია გამონახონ.
“ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ბავშვებისთვის და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. ფეხბურთის და ზოგადად პროექტების წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ. უბრალოდ გვსურს, რომ მთავრობამ მონახოს სხვა ადგილი ისევ დიდ დიღომში ასეთი დიდი საქალაქო პროექტისთვის. ეს არის მიკრო უბანი, ყველაფერი რაც არის ამ მიკრო უბანში უნდა ემსახურებოდეს უშუალოდ მაცხოვრებლებს”, – ამბობენ ადგილობრივები.
კომენტარები