დიდ ბრიტანეთში დრონების მწარმოებელი პირველი უკრაინული ქარხანა იხსნება, ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, იგეგმება Ukrspecsystems-ის საწარმოო ობიექტის გახსნა. ზალუჟნი ამბობს იმასაც, რომ საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი უკრაინაში დარჩება, ხოლო წარმოება გაერთიანებულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ეკოსისტემაში – ზალუჟნის თქმით, ეს პარტნიორობის ახალ დონეს აღნიშნავს, რომელშიც მოკავშირეები არა მხოლოდ ერთმანეთს უჭერენ მხარს, არამედ ერთობლივად ქმნიან ერთიან სამრეწველო უსაფრთხოების საფუძველს:
„დიდ ბრიტანეთში წარმოების დაწყებას ღრმა სტრატეგიული ლოგიკა აქვს. ეს არ არის სიმძიმის ცენტრის უკრაინიდან გადატანა. ეს არის ჩვენი ერთობლივი შესაძლებლობების გაფართოება და მდგრადობის მეორე კონტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობას” – თქვა მან














კომენტარები