• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, ოცნება აქამდე დაეშვა – 2 ტყუილი „რუსულ კანონზე“ – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245
ირაკლი მელაშვილი, თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი:
პირველ ჯერზე, როცა ხელისუფლება ეცადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამერიკული კანონის ანალოგად გამოეყვანა, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ტყუილი იმდენად ნათელი იყო, რომ მიუხედავად კანონის ფორმალურ და ჭეშმარიტ ინიციატორთა სრული უტიფრობისა, მათ მაინც კანონის უკან გატანა და შეცდომის აღიარება მოუწიათ.
ახლა „გინდა თუ არა ამერიკულიაო“, ეს მესიჯი აღარ აქვთ, არ იმუშავა ამ ტყუილმა. სამაგიეროდ წინ წამოწიეს მორიგი ფეიკ არგუმენტი, თითქოს ამ კანონის მიღება აუცილებელია ნჯო და მედია სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად! ხელისუფლების, მათი ჯიბის ექსპერტების და „არღნის ჩიტებად“ მოვლენილი სახელისუფლო ჟურნალისტების ეს ერთადერთი, თითქოს მეტნაკლებად რელევენატურული არგუმენტიც რომ მტკნარი სიცრუეა, ამას, უბრალოდ, დღეს არსებული ქართული კანონმდებლობის მარტივი ანალიზიც ადასტურებს:
ტყუილი პირველი – კანონის მიღება ხელს შეუწყობს NGO-ების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას:
ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ვინც გრანტს იღებს, საქართველოს საგადსახადო კოდექსის თანახმად, სრულად წარადგენს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში გრანტის დანიშნულების, მიღებული თანხების ოდენობის, გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). მათ შორის იქ არის ინფორმაციები რაში იხარჯება გრანტით მიღებული თანხები (შეხვედრები, კონფერენციები ტარნსპორტი და რეგინებში გასვლა, რეკლამა, გამოცემები, პროექტში მუდმივად თუ დროებით დასაქმებული პირები და ა.შ.)
„საგადასახადო კოდექსის“ გარდა არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი დამტკიცების თაობაზე“.
ამ დოკუმენტის 5 მოზრდილ ცხრილში გაწერილია რამდენიმე ათეული ფინანსური თუ შინაარსობრივი მონაცემი, (მათ შორის დეტალურად, თითოეული ხარჯი რა დანიშნულებით, რა ღონისძიების თუ აქტივობის დასაფინანსებლად გაიწია, შესაბამისი დოკუმენტაციით) რის თაობაზეც გრანტის მიმღები წარადგენს ინფორმაციებს საგადასახდო ორგანოებში. ეს ინფორმაციები ბევრად უფრო დეტალურია, ვიდრე ის, რის წარდგენასაც ნჯო-ებს ავალდებულებს ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი. იმ „გენიოსებს“, რომელთაც მართლა გჯერათ, რომ ნჯო-ების საქმიანობას მთავრობა არ აკონტროლებს, აგერაა ამ დოკუმენტის ლინკი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4234420?publication=0 შებრძანდით და თავად შეადარეთ არსებული მოთხოვნები იმ მოთხოვნებს რასაც ნჯო-ებს უწესებს ახალი კანონპროექტი. შეადარეთ და თავად დარწმუნდით ვინ იტყუება, მთავრობა, რომელიც გეუბნებათ რომ ამ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის დანერგვას აპირებს, თუ ისინი ვინც ვამბობთ რომ არანაირი ახალი სტადარტი არ ინერგება და რეალურად კანონის მიღების მიზანი სრულიადაც არ არის ნჯო-ების საქმიანობის გამჭვირვალობა.
ტყუილი მეორე:
აღნიშნული კანონით უფრო გამჭვირვალე ხდება მედიის დაფინანსება!
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლში ვკითხულობთ:
„4. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე, გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.“
ანუ, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ნებისმიერი მედია საშუალება დღესაც ბევრად უფრო დაწვრილებით აწვდის ინფორმაციას მისი დაფინანსების წყაროების და დამფინანსებლების ვინაობის შესახებ, ვიდრე ამას ვითომცდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ვისაც მართლა სიმართლე აინტერესებს, საქმე რომ გავუადვილო, აგერაა ბატონო ამ კანონის ლინკიც და თავად შეადარეთ, რამდენად მაღალია მედიის ანგარიშგების დღეს არსებული სტანდარტი იმ მოთხოვნებზე, რასაც ამ კუთხით მედია ორგანიზაციებს ახალი კანონპროექტი უყენებს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=73
ამრიგად,
ტყუილია, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მედიისთვის ადგენს ფინანსური გამჭვირვალობის რაიმე ახალ სტანდარტს!
ახლა ამ საკითხის საგარეო პოლიტიკურ მდგენელზე.
აბსოლუტური იმბეცილი უნდა იყო რომ ვერ მიხვდე, როცა ოფიციალურად, კანონის დონეზე სტრატეგიული პარტნიორების მთავრობების ან მათი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემულ გრანტებს ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის დაფინანსებათ აფასებ, ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებს არათუ სტრატეგიულ პარტნიორად არ თვლი, არამედ რეალურად ამ ქვეყნის მტრებად მიიჩნევ.
დიახ, ამ კანონით „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს პოტენციურ მტრულ სახელწმიფოებად აცხადებს აშშ-ს და ევროკავშირს, რადგანაც კანონით ადგენს, რომ ამ ქვეყნების მთავრობების და/ან ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემული გრანტები ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას შეიძლება მოხმარდეს და ამის გამო, ამ ქვეყნებიდან გრანტებით შემოსული თანხები კონტროლის სპეციალურ ზომებს უნდა დაექვემდებაროს.
დიახ, ამ კანონის თანახმად საქართველოს ხელისუფლება აპირებს დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არა რუსებისგან, ვისაც ამ ქვეყნის ტერიტორიები აქვს დაპყრობილი, არამედ აშშ-სა და ვეროკავშირისაგან! ყველასთვის, ვისაც ჭკუა და ნამუსის შერჩენია, ესაა რეალობა.
მაშინ თუკი ხელისუფლება გამჭვირვალობის არანაირ ახალ სტანდარტს არ აწესებს, რატომ იღებს ამ კანონს? რჩება ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, ქვეყანაში მატულობს კორუფცია, (მარტო მე არ ვამბობ ამას, ეს ბრძანა მმართველი პარტიის, როგორც თავად ეძახიან, უპირობო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა). მმართველ პარტიას თავის რიგებში კორუფციის მატება კი არ აწუხებს, მისი ლიდრების ამოცანაა რამენაირად ხელი შეუშალოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც იძიებენ ხელისუფლების წევრების, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების კორუფციის ფაქტებს. არასამთავრობო სექტორს აკრძალვით ჯერ ვერ კრძალავენ. ეს კანონი ჭირდებათ იმისთვის, რომ ნებისმიერ მკვლევარი ან სამოქალაქო აქტივისტი რომელიც არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“, ხალხის თვალში გამოიყვანონ როგორც უცხოეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელები, რომლებიც ემსახურებიან არა საქართველოს ინტერესებს, არამედ თავიანთი დამფინანსებელი გრანტის მიმცემი ორგანიზაციებისა და მათი მთავრობების დავალებით ებრძვიან პატრიოტ და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველ ხელისუფლებას. ამ კანონის ერთადერთი მიზანია ხალხს დაუმტკიცონ, რომ ის ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ყველა უხოეთის აგენტია, მათი ფულითაა ნაყიდი და ფულის გულისთვის არა საქართველოს, არამედ უცხოელების ინტერესებს ემსახურება!
რეალობაში, თუკი „ქართულ ოცნებას“ მართლა ნჯო-ების და მედიის გამჭვირვალობის გაზრდის სურვილი ჰქონდათ, ეს საკითხი მარტივად იჭრებოდა, საგადასახადო კოდექსში, ნჯოების ანგარიშგების წესსა და მაუწყებლის კანონში წარმოადგენდნენ ცვლილებებს, სადაც გაწერდნენ ახალ ვალდებულებებს ამ ორგანიზციების გამჭვირვალედ საქმიანობისათვის და არც არავის ექნებოდა არაფერი საჩხუბარი.
იქნებ დაფიქრდეთ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად გჯერათ, რომ ნჯო-ების გამჭვირვალობის პრობლემის მოგვარებისთვის შემოდის ეს კანონი, რატომ არ წავიდა ხელისუფლება ამ მარტივი გზით?
დიახ, „ქართული ოცნება“ იქამდე დაეშვა, რომ მისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის ტოლფასი გახდა წინა ხელისუფლების იმ მონა მოსამართლეების კრიტიკა, რომლებსაც გაუგონარი სისატიკით გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენები, გირგვლიანის მკვლელობით დაწყებული აპრავებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა ავკაცობას. ყოჩაღ ბიჭებო, ის მაინც თუ გახსოვთ 2012-ში რის გამო აირჩია „ქართული ოცნება“ ხალხმა? თუმცა რა გემახსოვრებათ, თქვენი უმრავლესობა ან თავად იყო ნაცი, ან ნაცებს ემსახურებოდა ან შიშით ხმას ვერ იღებდა. ის ერთეულები კი ვინც მათ სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეებიდან შემორჩა, ახლა გატრუნულები სხედხართ და ხმის ამოღებას ვერ ბედავთ. დ:დ:დ:
P.S. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობისათვის მებრძოლი ხელისუფლების მიერ დანიშნულმა რამოდენიმე ბობოლა მოსამართლემ სასამართლოში იჩივლა (!) და მოითხოვა, რომ ქონებრივი დეკლარაციების შევსება მათ არ შეხებოდათ, ანუ საზოგადოებას მათ შემოსავლებზე მინიმალური კონტროლის საშუალებაც დაეკარგა. ხელისუფლება დუმს, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული იმ ვაჟბატონ -ქალბატონებს, რომლებიც ასე წუხან კერძო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაზე. მათ რა თქმა უნდა საერთოდ არ ადარდებთ როგორ ხარჯავს ხელისუფლება საჯარო ფინანსებს, რამდენად გამჭვირვალეა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შემოსავლები. ჰოდა, ყველა ასეთი ექსპერტი, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი რომელიც თავისი ასეთი საქციელით თავისი თუ ჩემი შვილების მომავალს ღუპავს ამწუთიერი სარგებლისათვის, ჩემთვის არის უბრალოდ მონა, ვინც არ უნდა იყოს და რა ურთიერთობებიც არ უნდა მაკავშირებდეს ამ ადამიანებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved