• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, მე სხვა ევროპაში ვცხოვრობ” – რას წერს დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
16:33 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,042

მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც ახლა ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად, წერს:

“ამ სივრცეში ძალიან ბევრი იწერება ევროპაზე და მის სიკეთეებზე.

დიდი ხანია მინდა, ჩემი აქ ცხოვრების გამოცდილებაც მოგიყვეთ, მაგრამ თან მეშინია ?))
წინა დღეებში რომ ვწერდი, ადამიანებმა პირადის განზოგადება იციან – თქო, არ ვხუმრობდი.
ერთმა თუ ნახა “გარყვნილი ევროპა” განაზოგადებს და თვალს ამოგთხრის, მთელი ევროპა გარყვნილიაო.
ბევრ საკითხში ვუსწრებთ ევროპას და ძალიან მეამაყება, მაგრამ ბევრ საკითხში- აუუ, ჩვენ სადა ვართ -მეთქი – დანანებით მითქვამს.
ბავშვებით და მოხუცებით დავიწყებ.
ჯერ არ შემხვედრია სავაჭრო ცენტრში მოხუცი, რომელსაც კალათაში ნაყიდი ყვავილები არ ჰქონდეს ტკბილეულთან და ბიოპროდუქტთან ერთად….
და ღვინო აუცილებლად.
მეტი რა ვთქვა*?
ილიანას დაბადებიდან (სულ რაღაც ორი თვეა, რაც აღარ და ამასაც აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ აღარ) უფასოდ ვიღებდი საკვებს და პამპერსს და პლიუს ამას ყოველთვე (სამ წლამდე ზუსტად ვიცი) ერიცხება ას ევროზე მეტი.
ახლა ძიძასთან დამყავს და თვეში უნდა ვიხდიდე 530 ევროს, მაგრამ ვიხდი 60 ევროს, 430 ევროს მიფინანსებს სახელმწიფო.
მეშინია თუ არა იმის – ხვალ რა ვაჭამო შვილს ?
არა.
მეშინია თუ არა იმის, კიდევ მყავდეს შვილები ?
არა.
სახლის ქირა.
ვინაიდან დაბალი შემოსავალი მაქვს, არ ვმუშაობ, ვსწავლობ და ასე შემდეგ, ვიხდი მიზერულ თანხას.
დანარჩენს მიხდის სახელმწიფო, ორგანიზაცია თუ რაცაა.
ზუსტად დღეს მე და ბერდო ვიყავით ერთ – ერთ ორგანიზაციაში, ვინაიდან სამი თვის ქირა მქონდა გადასახდელი და ვითხოვდი გადანაწილებას.
მომისმინეს.
ვუთხარი, რომ არჩევანი შვილის (ილიკოს) წარმატებაზე გავაკეთე და რაც ფული მქონდა – იქ ჩავდე.
გაუთვალისწინებელი ხარჯი იყო და ავირიე- მეთქი – ჩვენ გადაგიხდითო.
დაგიბრუნებთ, რომ ვიმუშავებ – პირობა მივეცი.
შვილს მიხედეო – მომაძახა.
ხო, ილიკოზე გამახსენდა, სხვა კლუბში გადადის, დაინტერესდნენ და მიჰყავთ, იქ უნდა იცხოვროს, იქ უნდა იკვებოს და ა. შ.
დღეს მივიღე წერილი, რომ 160 ევრო მაქვს გადასახადი მთელი წლის, 1900 -ის ნაცვლად, რადგან დაბალი შემოსავალი მაქვს და თან მომწერეს ბავშვის ზომები გავაგზავნო, რომ სპორტული ტანსაცმელი დაახვედრონ.
ანუუ ?
უფულობის გამო თქვენი შვილი ევროპაში არ დაიჩაგრება.?
რაც შეეხება ახალგაზრდებს, იშვიათად ნახავთ მობილურით გამოთაყვანებულ ბავშვებს, უჭირავთ წიგნები, უსმენენ მუსიკას, აწყობენ ვიქენდებს, დადიან ტბაზე, ეჯიბერებიან ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში.
ცუდ ტონად ითვლება არასრულწლოვნებში სიგარეტის მოწევა.
მშობლების თანდასწრებით, ხომ ეს წარმოუდგენელია.
მშობლები აკონტროლებენ შვილების სანაცნობო წრეს, მეგობრებს.
გაგიკვირდებათ და, საკმაოდ მკაცრად ზრდიან შვილებს.
რელიგია ! მუშაობა და სამსახური მგონია ამათი რელიგია.
დილს 04 საათსა და 6 სთ – ზე გადიან სახლიდან.
ამ ეტაპზე სულ ესაა.
და ვინც დამიწერს, რომ მე სხვა ევროპაში ვცხოვრობ :
დიახ, მე სხვა ევროპაში ვცხოვრობ.
სხვა დროს დავწერ ოჯახის ინსტიტუტს როგორ უყურებენ.
#დინამირცხულავა“
თეგები: დინა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved