საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ერთერთ ტელევიზიის გადაცემაში, გასულ სიუჯეტს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხებოდა.
„რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას” მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები