• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიაბეტური რეტინოპათია – რა სიმპტომები აქვს, რა რისკები და როგორია მისი მკურნალობის გზები?

ალია ავტორი - ალია
14:58 07-29-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
429

დიაბეტი იმ ვერაგ დაავადებათა რიცხვშია, რომლებიც იწვევენ თანმდევ პრობლემებს, სხვადასხვა ორგანოზე და მათ შორის თვალზე. როგორ და რა სიხშირით უნდა გამოიკვლიონ თვალი, დიაბეტის მქონე პაციენტებმა და დაავადების შემთხვევაში, როგორია მკურნალობის გზები, რა სიმპტომების შემთხვევაშია გადაუდებელი ექიმის კონსულტაცია, ამ და სხვა კითხვებზე, “ალიას” ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე უპასუხებს.

შოთა თადუმაძე საქართველოს ვიტრორეტინოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრია, ასევე საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების წევრი, რეფრეაქციული და კატარაქტალური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრი, სპეციალიზირდებოდა თერაპიულ ოფთალმოლოგიაში, კატარაქტის ქირურგიაში, რეფრაქციულ ქირურგიაში (მხედველობის ლაზერული კორექცია), ვიტრეორეტინულ ქირურგიაში, სამუშაო გამოცდილება, საქართველოს გარდა, მიღებული აქვს გერმანიაში, „ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, ინდოეთში (Modern Eye Hospital) და ბელარუსში.

– რა არის დიაბეტური რეტინოპათია და რა სიმპტომები აქვს?

– დიაბეტური რეტინოპათია არის თვალის მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს დიაბეტის გართულებას. მას ახასიათებს მხედველობის პროგრესული გაუარესება და შორსწასულ ფაზაში, შესაძლოა, სიბრმავეც კი გამოიწვიოს. დიაბეტური რეტინოპათია გამოწვეულია ბადურაში, ნეიროსენსორულ ქსოვილში არსებული სისხლძარღვების დაზიანებით. დაავადება საწყის ფაზაში შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დროთა განმავლობაში, ვითარდება
მხედველობის თანდათან გაუარესება, ან რიგ შემთხვევებში, შესაძლოა მკვეთრადაც გაუარესდეს. ასევე, დამახასიათებელია მხედველობის ველში მცურავი მრავლობითი წერტილის თუ სხვადასხვა ფორმის სხეულაკის გაჩენა.

– რომელია დიაბეტური რეტინოპათიის ძირითადი ტიპები და რა განსხვავებაა მათ შორის?

– განასხვავებენ: დიაბეტური რეტინოპათიის პროლიფერაციულ და არაპროლიფერაციულ ფორმებს. ადრეულ დიაბეტური რეტინოპათიის, იგივე არაპროლიფერაციული ფორმის დროს, ბადურას სისხლძარღვები სუსტდება, თავს იჩენს მიკრო სისხლჩაქცევები და მიკრო ანევრიზმები. შედარებით დიდი ზომის სისხლძარღვები იცვლიან ფორმას, დიამეტრი ნორმასთან შედარებით იმატებს. ამ ყველაფერს თან სდევს სისხლძარღვებიდან ზედმეტი სითხის გამოსვლა და შესაბამისად, ჯანმრთელი ქსოვილის შეშუპება. ბადურას ცენტრალური ნაწილის – მაკულის შეშუპებისას მხედველობის სიმახვილე და ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.

პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს ბადურაში წარმოიქმნება ახალი, არანორმალური სისხლძარღვები. მათი მთლიანობა ადვილად ირღვევა. შედეგად ვითარდება მასიური სისხლჩაქცევა თვალის გამჭვირვალე ქსოვილში, მინისებრ სხეულში. დროთა განმავლობაში, ახალი სისხლძარღვების მიმდებარედ წარმოიქმნება ახალი არანორმალური ქსოვილი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბადურას ჩამოცლა.

– რა რისკებს იწვევს დაგვიანებული დიაგნოსტირება და მკურნალობა?

– ექიმთან დაგვიანებული ვიზიტისას, როდესაც დაავადებას გამოწვეული აქვს ბადურას სერიოზული დაზიანება, შესაძლოა, მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს. რისკები დიდია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სპეციალისტთან ვიზიტი, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

– პაციენტმა, რომელსაც აქვს დიაბეტი, მაგრამ არ აქვს სიმპტომები რეტინოპათიის, რა პერიოდში ერთხელ უნდა ჩაიტაროს კვლევა, რომ საწყისი, უსიმპტომო, ან მცირედსიმპტომიანი ეტაპი არ გამოეპაროს და გართულებამდე არ მიიყვანოს საქმე?

– ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა წელიწადში ერთხელ გაიარონ ოფთალმოლოგის შემოწმება, რათა გამოირიცხოს ან დროულად გამოვლინდეს დიაბეტური რეტინოპათია. მისი გამოვლენის შემთხვევაში კი დროულად იქნას დაწყებული საჭირო მკურნალობა, რაც დაავადების პროგრესირების და შესაბამისად მხედველობის დაქვეითების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ პაციენტს ანამნეზში დიაბეტის ხანგრძლივი ისტორია. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტეროლი, ორსულობა, დიაბეტისას თამბაქოს მოხმარება აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს პრევენციული კვლევები.

– როგორ ხდება დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება? რამდენად უსაფრთხოა?

– დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად ძირითადია ფუნდუსკოპია – ბადურა გარსის მიკროსკოპული გამოკვლევა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვალის ფსკერის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიის ჩატარება, რამაც შესაძლოა გამოავლინოს ბადურას ისეთი ცვლილები, რომელიც მიკროსკოპული კვლევისას არ ჩანს. ინფორმატიულ კვლევას წარმოადგენს ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, რაც იძლევა საშუალებას დავადგინოთ არსებობს თუ არა
პათოლოგიური ჟონვადობა ბადურას სისხლძარღვებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი კვლევების ჩატარება რომლებიც თვალის ფუნქციას განსაზღვრავენ: ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, პერიმეტრია – მხედველობის ველის შემოწმება, მხედველობის შემოწმება ამსლერის ბადით, რაც გამოავლენს ბადურას ცენტრის მაკულის დაზიანებას.

– რა არის ის ნიშნები, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს? ნიუ ჰოსპიტალსში დიაბეტური რეტინოპათის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია თანამედროვე აპარატურის სრული სპექტრი, რომელიც, ერთის მხრივ, დაავადების დიაგნოსტიკის, მეორეს მხრივ კი მისი მკურნალობის საშუალებას იძლევა. ნიუ ჰოსპიტალში მუშაობს ოფთალმოლოგების გუნდი, რომელიც ემსახურება დაავადების სკრინინგს, მის დიაგნოსტიკას და თერაპიულად მართვას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტები გადამისამართდებიან ქირურგებთან, რომლებიც საჭიროებისამებრ ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის იღებენ მკურნალობის სხვადასხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.

საწყის ეტაპზე მკურნალობა ლაზერულ თერაპიას გულისხმობს. დაზიანებული სისხლძარღვები და ბადურა გარსი მოიწვება ლაზერის საშუალებით. არც თუ ისე იშვიათად, თვალის შიგნით ინიექციების სახით ხდება მედიკამენტის შეყვანა, რაც აჩერებს დაავადების პროგრესირებას. ამ პროცესში აუცილებელია ენდოკრინოლოგის, თერაპევტის და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ჩართვაც.

უკვე შორს წასულ სტადიაში თვალის შიგნით ვითარდება სისხლჩაქცევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბადურას ჩამოშლასაც, რაც ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელი ჩვენებაა.

ქირურგიული ჩარევის დროს ხდება თვალის შიგნით ჩაქცეული სისხლის მოცილება. თუ ადგილი აქვს ბადურას ჩამოცლას, ჩარევის დროს ბადურა დაბრუნდება თავის ადგილზე, ჩატარდება მისი ლაზერით გამაგრება (კოაგულაცია), რათა მომავალში თავიდან არ განვითარდეს ბადურას ჩამოცლა.

ხშირ შემთხვევაში, დიაბეტური რეტინოპათიის დროს ადგილი აქვს ახალი პროლიფერაციული ქსოვილის გაჩენას, რომელიც წესით არ უნდა იყოს თვალის შიგნით და სწორედ ეს ფიბროპროლიფერაციული მემბრანა იწვევს ბადურას დაზიანებას. ქირურგიული ჩარევის დროს კი ბადურა თავისუფლდება ამ მემბრანისგან.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved