უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
სექსისტი მხოლოდ კაცი არ არის, ზოგჯერ ქალები გამოირჩევიან ზოგადად საკუთარი გენდერის და დედობის დამცირებით. დღეს ხატიაა ამ როლში, რომელსაც მიაჩნია, რომ ოთხი შვილის დედის საქმე არაა პოლიტიკა და რამე გამოთაყვანებული საქმიანობით უნდა დაკავდეს ქალი და დედა.
“დღის სექსისტის” წოდება დღეს დამსახურებულოდ მოიპოვა ხატია სიჭინავამ. გილოცავ! არც პირველია და არც ბოლო ამ ქალის პირით გაჟღერებული ქალთმოძულეობა.
დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია არის სინდისის პატიმარი, და უკანონო ტყვე პირადად ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც იმდენად სასტიკია, რომ უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ქალი ყავს ტყვეობაში და არაადამიანურ ტკივილებში შეუსაბამო მკურნალობის ფონზე.
ქოც-ელიტას კი შევახსენებ, რომ ყველა ის სისასტიკე, რასაც სინდისის პატიმრების და ტყვეების მიმართ იჩენთ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ, რადგან არაფერი იკარგება ამ სამყაროში: არც კარგი და არც ცუდი.
“მე თავს არ დავაჭერინებდი… “ვაფშე” არ ვუყურებ ტელევიზორს”– ხატია სიჭინავა











კომენტარები