• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღევანდელი შეტევის შედეგად რუსები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:51 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,552

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 

 

“9 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– მიბმულ რუკაზე ჩანს უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია ხარკივის რაიონში. ყვითლადაა მონიშნული ყველა ის ტერიტორია, რომლის გათავისუფლებაც უკრაინელებმა ბოლო 6 დღეში შეძლეს. დღევანდელი შეტევის შედეგად რუსები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სავარაუდოა, რომ რამდენიმე დღეში ხარკივის შემოგარენი რუსული ნაწილებისაგან სრულად გაიწმინდება. საინტერესოა გამოთავისუფლებული უკრაინული ელიტური ნაწილები მდინარე სევერსკი დონეცს გადაკვეთს და რუსულ დაჯგუფებას გადაუკეტავს მომარაგების არხებს საზღვართან ახლოს თუ M03 გზას გაუყვება და უშუალოდ იზიუმის რუსულ დაჯგუფებას შეუქმნის საფრთხეს.
– გუშინ რუსებმა იზიუმის აღმოსავლეთიდან შეაღწიეს დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. მათ შორის შეძლეს და დაიკავეს ბილოჰოროვკას ნაწილი ლუგანსკისა და დონეცკის რაიონების საზღვართან. დღეს უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გაწმინდეს დასახლება და უკუაგდეს რუსები დაჭაობებულ პოზიციებზე, სადაც საარტილერიო ცეცხლის შედეგად მათი უკანდახეული ნაწილები განადგურდა. რუსი სამხედროები მდინარის უკან გადალახვისას იქნა განეიტრალებული. ზოგადად, მსგავსი მოვლენა არ წარმოადგენს უცნაურობას, რადგან უკუქცევისას თუკი მდინარეა შენს უკან და თან სამხედრო ხიდებზე გიწევს გასვლა არტილერიის მუშაობის შემთხვევაში ამ ყველაფრის უკონტროლო ქაოსში გადაზრდა სრულიად შესაძლებელი ხდება.
– ლუგანსკის რაიონში უკრაინელების დამატებითი ნაწილები იქნა თავმოყრილი. მათ შორის გამყარდა სევეროდონეცკის შემოგარენის კონტროლი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში რუსები ძალიან აქტიურობენ. დამატებითმა უკრაინულმა დანაყოფებმა შეძლეს და ქალაქის ირგვლივ რამდენიმე სოფელი გაწმინდეს კიდეც. თუმცა ეს არ ჰგავს კონტრშეტევას, უფრო თავდაცვის პოზიციების გამაგრებასა და მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციების განეიტრალებას ემსახურება.
– დღეს კრემლმა, როგორც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო მობილიზაცია არ გამოაცხადა. რა თქმა უნდა მობილიზაცია იქნებოდა ის კრიტიკული წერტილი, რაც მოსკოვის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ათიათასობით გამოუცდელი თუ ნახევრად გამოცდილი ადამიანი, რომელსაც ვერ ექნებოდა ლოჯისტიკური გამართული ზურგი და ამასთან იდგებოდა იარაღის ქვეშ – პირველ რიგში რეჟიმისათვის შეიძლება აღმოჩენილიყო საფრთხე. და ასეც რომ არ იყოს, ომის გამოცხადება (რომლის გარეშეც მობილიზაცია ვერ მოხდებოდა) თავისსავე მოსახლეობაში ვაბანკზე წასვლას გულისხმობდა, რაც ნებისმიერი რეალობის დადგომის შემთხვევაში სწორედ კრემლს გახდიდა პასუხისმგებელს უბრალო რუსის თვალშიც კი. ახლა კი ტერმინი “სპეცოპერაცია” მოსკოვს მოქმედების უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს და დამარცხების შემთხვევაშიც ადვილად შეასყიდებს საკუთარ მოსახლეობას, როგორც ოპერაციის უბრალო დასასრულს.
– პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის ლენდ-ლიზის აქტს. ამიერიდან იარაღი არამხოლოდ რეზერვებიდან შევა უკრაინაში, არამედ მისთვის იწარმოებს კიდეც.”
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved