დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არალეგალურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბასილაიას თქმით, სამშოლოში დაბრუნების ნეისმიერი გზა ლეგალურია.
მაშინ, როდესაც ის იდევნება, მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ, ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდულ-კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება, – ამბობს ბასილაია.
კომენტარები