• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღევანდელი ბოსები…” – რას ამბობს “გუშინდელი ბოსი” “დღევანდელ ბოსზე”? – “ნუ, სახიფათოა!”

ალია ავტორი - ალია
20:09 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მედიასთან ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენები შეაფასა:  

„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა – უმძიმესი საყურებელი – როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ.  როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა  ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ  წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ  – ეს იყო გამოხატულება  უუნარობის.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.

ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, მაშინ ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, ვიღაც სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს არის ჩვეულებრივი უსუსურობა, მაგრამ ამის შემდგომ უკვე, რაც კიდევ უფრო მიუღებელი და გაურკვეველი იყო, სახელმწიფო ამას ყველაფერს და მმართველი ძალა, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები, ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ – მემარჯვენეებს, როცა აწყობთ – მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა!

ჩემთვის მძიმეა ძალიან, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცეებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული არა აქვთ! ნუ, სახიფათოა! ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე! ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას!“

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved