• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებს სააკაშვილმა კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
19:42 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ბრალდების მხარე ყველაფერს გავაკეთებთ ათეულობით დაზარალებულისთვის, რომ ყველამ აგოს პასუხი მძიმე ბრალდებებზე, რაც 7 ნოემბრისთვის აქვთ წარდგენილი, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს რომ დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებისთვის მოესმინა, „საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს”.

„შეგახსენებთ, ბრალდებულ სააკაშვილის განცხადებას 7 ნოემბრის საქმეზე წინა პროცესებზე, თითქოს იმ დღეს არავინ დაზარალებულა – ეს იყო მისი განმარტება. დღეს დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბერს დაზარალდნენ და დაინვალიდდნენ იმ მძიმე ტრავმების ფონზე, რომელიც 7 ნოემბერს მიიღეს. დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებს სააკაშვილმა კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს, რა მძიმე ტრავმები მიიღეს ამ ადამიანებმა. თუმცა, მან თავი აარიდა მტკიცებულებების განხილვას და ამ ადამიანების დაკითხვას და შემოიფარგლა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის განცხადებით. ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მტკიცებულებების წარმოდგენას და როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ ათეულობით დაზარალებულისთვის, რომ ყველამ პასუხი აგოს მძიმე ბრალდებებზე, რაც 7 ნოემბერს აქვთ წარდგენილი”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამასთან, პროკურორმა უპასუხა დაცვის მხარს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილი სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა და მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ უნდა დაკისრებოდა, რაზეც ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ჩადენილ დანაშაულზე ადამიანმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”.

„ცალკე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ან არაღება ვერ გააბათილებს ჩადენილ დანაშაულს. ამისთვის ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. როდესაც ვიდეომტკიცებულებები გამოვიკვლიეთ ადვოკატები მიგვითითებდნენ: „აბა, სად არის მიხეილ სააკაშვილიო?” ეტყობა, ხელკეტით ხელში ელოდებოდნენ რუსთაველის გამზირზე. ასეთი მტკიცებულება ვიდეოკადრებში არ იქნებოდა. მას ამხელს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, როლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. არაერთი ასეთი პირია მოწმედ დაკითხული. ისინი პირდაპირ ამხელენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ორგანიზატორს და ინიციატორს მძიმე ძალადობრივი მოქმედებისა”, – განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა მხილებული პირების ბრალეულობა აუცილებლად დამტკიცდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved