• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეში 4 ადამიანია გარდაცვლილი – შეზღუდვები უნდა დაწესდეს”

ალია ავტორი - ალია
17:12 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო მეტი შეზღუდვები უნდა დაწესდეს და გარკვეული პერიოდი ადგილობრივებს რეგიონის დატოვების საშუალება უნდა შეეზღუდოთ.

“იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტი პრობლემაა, მე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანი არ უნდა დაგვიანდეს და შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს ბათუმის პირობებში, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტი შიდა საზოგადოებრივი გავრცელება და არ მოხდეს შიდა ექსპორტი ბათუმიდან, რაც მთლიანად დამაზიანებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის. დღეში 4 გარდაცვლილი ადამიანია და ამას არ უნდა შევეგუოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჯობია, რომ ბათუმში იყოს უფრო მეტი შეზღუდვები, ვთქვათ გადაადგილების შეზღუდვა, სრული სტაბილიზაციის მიღებამდე მოქალქეებს შევუზღუდოთ რეგიონის დატოვება, რათა სწრაფად მოხდეს აფეთქების ჩახშობა. ბათუმი ყველაზე საყურადღებო ნაწილია.

იკვეთება რომ ეს არის პირველი ტალღის დასაწყისი, მე ამ სიტუაციას ასე ვეძახი, რადგან თვითონ ტალღა, როგორც ასეთი მეცნიერული მოვლენა არ არის. ტალღა მრუდზე უნდა აისახოს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ეს ტალღა არ ჰქონია. გვიანი პირველი ტალღა ჩვენ გვაქვს ახლა. მივდივართ ზემოთკენ, ციცაბო ალბათ ჩამოყალიბდება და სტაბილიზაციის შემდგომ იქნება დაღმა სვლა. სწორედ ეს გამოსახავს ამ ტალღას.

მეორე ტალღაზე საუბრობენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც უკვე ერთი ტალღა მოილიეს. მეორე ტალღა როგორი იქნება ჩვენს შემთხვევაში და როდის იქნება, ალბათ ის უფრო შედარებით დაგვიანდება, მაგრამ რამდენად დამაზიანებელი იქნება ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. პოპულაციურ იმუნიტეტზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ გუშინ თქვა, რომ მსოფლიოში მხოლოდ საშუალოდ 10 პროცენტი ადამიანები არიან ამ ეტაპზე დაცული და 90 პროცენტი ისევ მოწყვლადია და მათ შეუძლიათ კორონავირუსული ინფექცია მიიღონ”

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved