,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
ყველაფერი 1989 წლის 4 აპრილს დაიწყო ‼️
დილიდან განსაკუთრებული მობილიზაცია გვქონდა უნივერსიტეტში – შუადღეზე დიდი მიტინგი და ეროვნული მოძრაობის ლიდერების შეხვედრა იგეგმებოდა ‼️
მოვიდა ზვიადი,მერაბი და სხვა ლიდერები – მიტინგი დაიწყო-რამდენიმე ხანში გაისმა მოწოდება დავძრულიყავით მთავრობის სასახლისკენ ‼️
მანიფესტაცია დაიძრა – გზადაგზა უამრავი ხალხი შემოგვიერთდა ‼️
რუსთაველის გამზირზე ქართველი მილიციონრების ჯაჭვი დაგვხვდა-მთავრობის სახლისკენ მისასვლელი გზა გადაეკეტათ ‼️
მცირე პაუზა ,ზვიადი და მერაბი მილიციონრებისკენ დაიძრენ,მათ ჩვენც გავყევით,ერთი მიწოლით გავარღვიეთ ქართველი მილიციონრების (რომელთა უმრავლესობა ქართველების მხარე იყო და სიმბოლურ წინააღმდეგობას გვუწევდა) კორდონი და ახალგაზრდებმა მთავრიბის სასახლის კიბეები დავიკავეთ ‼️
გამოცხადდა შიმშილობა – გაჟღერდა მთავარი მოთხოვნა – საქართველოს დამოუკიდებლობა ‼️
4 დან 9 აპრილამდე გაათმაგდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი,საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან დაიწყეს დემონსტარნტებმა ჩამოსვლა,ნამდვილი საერთო-სახალხო-მშვიდობიანი აჯანყება დაიწყო ‼️
8 აპრილს უნივერსიტეტში შეიკრიბა მთელი სტუდენტობა და აბსოლიტურად ყველა შეუერთდა შიმშილობის აქციას ‼️
სტუდენტები რუსთაველის კინოთეატრთან გავნლაგდით ‼️
ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა,რომ პირველები ჩვენ შევეჩეხეთ ხალხის დასარბევად წამოსულ სპეცრაზმს ‼️
დღესავით მახსოვს-პირველი დარტყმა იყო საშინელი,დაიწყო საშინელი დარბევა,გაზის კვამლში გაეხვია რუსთაველი,სპეცრაზმელებმა კინო რუსთაველში შეგვყარეს,ვიღაცამ მეორე გასასვლელი გააღო და ფურცელაძის ქუჩაზე აღმოვჩნდით ‼️
ამ არეულობაში დედაჩემს და მამაჩემს მოვკარი თვალი,მათკენ წავედი,მაგრამ უცებ პირდაპირ დედაჩემის ფეხებთან რაღაც აფეთქდა,საშინელი კვამლი და სუნი დადგა,ვეღარაფერს ვხედავდით ( დედა საშინლად მოიწამლა და რამდენიმე წელი მკურნალობდა)‼️
საბჭოთა სპეცრაზმმა ალექსანდროვის ბაღისკენ გაგვყარა,ამ დროს ზევით საშინელი დარბევა გრძელდებოდა,სპეცრაზმელები არც ჩვენ გვინდობდნენ ‼️
გამთენიისას გავიგეთ გარდაცვლილების შესახებ ,ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა,ეროვნული მოძრაობის ლიდერები დააპატიმრეს ‼️
დარბევას უკუეფექტი მოყვა.შიშის დანერგვის ნაცვლად კიდევ უფრო აზვირთდდა და გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა ‼️
ყველაფერი 1991 წლის 9 აპრილს,ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა ‼️
1991 წლის 9 აპრილს ყველაზე ბედნიერი ხალხი ვიყავით – თავისუფლები-დამოუკიდებლები,იმედით ვუყურებდით მომავალს ‼️
იმ ბედნიერ დღეს არავინ იცოდა თუ რა დიდი განსაცდელები გველოდა წინ ,არავინ იცოდა რომ რამდენიმე თვეში მოღალატეები ტყვიას ესროდნენ კანონიერ ხელისუფლებას – საქართველოს დამოუკიდებლობას,დაკარგავდნენ აფხაზეთს,დაანგრევდნენ ქვეყანას და ასე 50 წლით უკან დახევდნენ ქვეყანას ‼️
მიუხედავად ყველაფრისა – 9 აპრილი უდიდესი თარიღია,ტრაგედიის და გამარჯვების, თავისუფლების და დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების დღე ‼️
დიდება 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს,ყველა დაშავებულს,მოწამლულს და მიტინგის მონაწილეს ‼️
მათი გმირობა საუკუნეები ემახსოვრება მომავალ თაობებს ‼️
კომენტარები