• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს ვნახე ერთად: სიკვდილი, სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და სიძლიერე… და არ მგონია, რამე ვნახო კიდევ ამაზე მეტი…“

ალია ავტორი - ალია
11:25 11-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

დღეს მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი, 14 წლის სალომე დაკრძალეს. ამ ტრაგედიაზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩიტაშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს.

„დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში თეთრი და საოცრად ლამაზი გოგო……როგორ ულოცავდა შვილგარდაცვლილი დედა სხვა დედებს შვილებს… როგორ ამშვიდებდნენ დაგარდაცვლილი დედმამიშვილები ერთმანეთს…

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ღმერთს, მიეტევებინა მისი შვილისათვის ერთადერთი ცოდვა, რომ მისმა გარდაცვალებამ სხვა ადამიანს უდიდესი განსაცდელი მოუვლინა და გვთხოვდა, არასდროს განგვეკითხა, რამეთუ არავინ ვიცით რა ტრიალებს სხვის გულში…

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ადამიანებს,რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს გაბოროტება, რომ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომაა.

დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო მრევლს, რომ კი არ შეიცოდონ, არამედ უფრო მეტი სიყვარული გაუზიარონ…

დღეს ვნახე, როგორ იდგა საათობით თეთრ სასახლესთან ავადმყოფი ბიჭი და მომეჩვენა, რომ მისი ცრემლი იყო ძალიან გულწრფელი…

დღეს ვნახე ერთად: სიკვდილი, სიკეთე, სილამაზე, სიყვარული და სიძლიერე… და დღეს ისე გავიზარდე… არ მგონია, რამე ვნახო კიდევ ამაზე მეტი, ჩემი ცხოვრების მანძილზე.” – წერს ნინო ჩიტაშვილი.

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოპედით დები გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved