• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს წითელი პარასკევია

ალია ავტორი - ალია
10:19 04-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს საეკლესიო მსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში წირვა არ სრულდება, რადგან ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სამეუფო ჟამნზე უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე ტარდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება სადგამი, “საფლავი”. სასულიერო პირები კი მსახურების დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

ტაძარში ერთხელ შემოტარების შემდეგ გარდამოხსნას სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო აღდგომამდე მაცხოვარის სამი დღე საფლავში ყოფნისა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეცაა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, უფლის მოწაფეები საქადაგებლად სხვადასხვა ადგილებში გაემგზავრნენ, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved