• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს თუ ხმას არ ამოიღებ, ხვალ შენს შვილს მოკლავს რეჟიმი და შენ დაგაბრალებს“ – ემოციური პოსტი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ალია ავტორი - ალია
14:25 02-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი მოლაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ხანდახან დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას და…
გუშინ, 5 წლის ბავშვი,
სიცივეში,
ზამთარში,
აი ამ ფლოსტებით გამოტანტალდა, (წითელ წრეში რომ ჩანს)
და ტრაქტორით მოსწორებული ადგილის მოჩხრეკვა დაიწყო,
ტრაქტორი მიწას ამოატრიალებდა და ბევრი ალუმინი შეიძლება ამოჰყოლოდაო…
და რატომ დარჩა ეს ფლოსტები ასე?
ვინ იცის, 6 წლის ბავშვი რომ ჩავარდა,
იქნებდა 4 წლისა შეეცადა მიხმარებოდა
ანდა პირიქით.
ფლოსტები დაიხადა და ისე ჩახტა საშველად..
ფლოსტები დაიხადა..
მისახმარებლად..
ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში,
5 წლის ბავშვი,
ამ ფლოსტებით,
შუა ზამთარში გავიდა ჯართის მოსაგროვებლად
და თხრილში ჩავარდა
და ან საკანალიზაციო თავდაუფარებელ ორმოში.
ახლა შეკითხვა მაქვს ასეთი:
6 წლის ბავშვი, ჯართის ასაგროვებლად ქუჩაში რომ გადის,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
4 წლის ბავშვი, შუა ზამთარში,
ამ ფლოსტებით რომ დაიარება ქუჩაში,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
საკანალიზაციო ჭა, ასეთ მდგომარეობაში რომაა,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
ხალხი 13 წელი მიტოვებული რომაა,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
სამშენებლო სამუშაოები რომ დაიწყო და მიწა მოასწორეს, ჯერ არ უნდა შემოესაზღვრათ და მერე მოესწორებინათ?
და თუ არ შემოსაზღვრეს,
სახელმწიფოს ბრალი არაა?!
და
ესენი რომ შენი შვილები ყოფილიყვნენ,
რას იზამდი?!
დღეს თუ ხმას არ ამოიღებ,
ხვალ შენს შვილს მოკლავს რეჟიმი
და შენ დაგაბრალებს
და შენ სიმწრისგან მიწას ჭამას დაუწყებ,
მაგრამ ხმა წართმეული გექნება
და რეჟიმი მოგთხოვს რომ დაემორჩილო!
ქვეყანაში,
სადაც 5 წლის ბავშვი,
შუა ზამთარში,
ფლოსტებით გავიდა ჯართის მოსაგროვებლად და თავდაუხურებელ საკანალიზაციო ჭაში ჩაიხრჩო,
რეჟიმი არ იღებს პასუხისმგებლობას,
მთავარია მშვიდობაო..
და ხალხს უპირისპირებს ერთმანეთს,
ბინებს ძლივს დაგვპირდნენ,
ბავშვებს აღარაფერი ეშველებათ და ბინებს ნუ დაგვაკარგვინებთო..
ამ დაჩაგრულ ხალხს მინდა ვუთხრა,
ნუ დაიმცირებთ რეჟიმთან თავს,
ბინები ყველა შემთხვევაში გადმოგეცემათ,
შეინარჩუნეთ ღირსება…
და ამასობაში,
ბავშვმა ფლოსტები დაიხადა,
მეორეს რომ მიხმარებოდა
და ფლოსტები შემორჩა თხრილს…
ბავშვმა ფლოსტები დაიხადა..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved