დღეს სვეტიცხოვლობაა – მართლმადიდებლური სამყარო 12 მოციქულს იხსენებს. მცხეთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღავლენს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება და ქალაქში შესვლა თავისუფალი იქნება.
შეგახსენებთ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღინიშნება.











კომენტარები