ჟურნალისტი, შორენა მირცხულავა:
დღეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისევ მამუკა მდინარაძეა ყველგან!!!
პრემიერის პირადი მრჩეველი, გენერალური პროკურორი, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგის ტექსტის დამწერი!!! ასავალ დასავალის წარმომადგენელი დავიჭირეთო, რომ გვამცნეს, წარმომადგენელი რას ნიშნავს, კორექტორი იყო თუ ტექნიკური პერსონალი, სიტყვა ჟურნალისტი ვერ გაიმეტეს ადამიანისთვის, რომელსაც ინტერვიუს გამო, ქვეყნის ღალატის და საბოტაჟის მუხლი მიუყენეს. ჟურნალისტია დიტო ჩუბინიძე და მისი დაჭერის დამკვეთების წარმომადგენლები ხართ თქვენ მისი დამჭერები!!!
ამ ქვეყანაში, როგორც კი ვინმეს დაიჭერენ, ეგრევე დამნაშავედ რომ აცხადებთ, უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ თუ იცით რას ნიშნავს?!











კომენტარები