• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს საქართველოში ორი მოქმედი საპროტესტო კერაა, სადაც ადამიანები შიმშილობენ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
22:01 09-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
711

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

დღეს საქართველოში ორი მოქმედი საპროტესტო კერაა, სადაც ადამიანები შიმშილობენ.

? ორი თვეა ათობით ახალგაზრდა წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი მოგების მქონე კომპანიისგან, Evolution Georgia-სგან ითხოვს ხელფასების მომატებასა და ღირსეულ შრომის პირობებს! კომპანია გაფიცულებს საუბრის ღირსადაც არ თვლის, მოშიმშილეებსა და მათ მხარდამჭერებს კუნთმაგარ ბრბოს უპირისპირებს.

შრომის მინისტრს არც კი წამოუკნავლია…

? თითქმის ორასი დღეა დასახიჩრებული, მიწაგამოცლილი, ხეობებდამპალი, დანგრეული სოფლის – შუქრუთის მოქალაქეები კარავში სხედან და კომპენსაციებს ითხოვენ, საპროტესტო შიმშილობა გამოცხადებულია ჭიათურაშიც.

შრომის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს (რომელიც იმდენს ლაპარაკობს, მგონი, უკვე თვითონაც ეზიზღება საკუთარი თავი) არც კი წამოუკნავლიათ.

?️ ამ ხალხსაც ხომ ვერ დააბრალებთ, რომ ომის გამჩაღებლები არიან, ითხოვენ ელჯიბიტი თემატიკის ფილმების გაშვებას ათი წლის ბავშვებისთვის, ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ემსახურებიან გლობალურ ომის პარტიასა და მამაჩემის მამას! ვერ დააბრალებთ!

მიზერულ ხელფასზე უღირს პირობებში მომუშავე სტუდენტებსა და სახლებჩამონგრეულ, გაუბედურებულ ჭიათურელებს რას სთავაზობს “ქართული ოცნება”?

თუ ეს საკითხები პოლიტიკას არ ეხება?

თუ ამ ადამიანებმა იმით უნდა ინუგეშონ თავი, რომ ნეტფლიქსის ფილმის ჩართვამდე თენგიზა შარმანაშვილი (სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დამახინჯების “გამპრავებელი” და შემდეგ სააკაშვილის მიერ სომხეთში ელჩად დაწინაურებული ედპშნიკი, რომელიც დღეს ჩვენ გვეძახის მიშისტებს) ამოხტება ეკრანზე და დახვეწილი გემოვნების უმთავრეს მახასიათებლებს განგვიმარტავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved