ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს.
საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
კომენტარები