• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:35 10-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მას რუსეთის მხრიდან დაპყრობის ახალ ფორმად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა დაანახვოს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების უფლებას არ დათმობს.

“არ ვაღიარებთ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას… მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და ის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ამას ერთად ვიტყვით – ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, ყველანი ერთად გამოვუცხადებთ მსოფლიოს ამას.

მინდა ასევე მივმართო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრიდან, ყველანი მადლობელი ვართ, მაგრამ საზღვრებს გარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის, ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved