• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს” – დეკანოზის წერილი

ალია ავტორი - ალია
21:09 02-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
529

დეკანოზი გიორგი მამალაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,ზუსტად რვა წლის წინ, 2017 წლის 10 თებერვალს თავს საზარელი განსაცდელი დამატყდა. ამ თარიღამდე არც კი გამიაზრებია, როგორი შეიძლება ყოფილიყო რეალურ ცხოვრებაში ადამიანის მიერ დაგეგმილი სასტიკი მზაკვრობა; რა დონემდე და რა შინაარსამდე შეიძლება მიეღწია ცილისწამებას; სადამდე შეიძლება გაეწირათ უდანაშაულო ადამიანი… ტყვეობაში ყოფნის შვიდმა წელმა ამ ყველაფერზე მკაფიო პასუხი გამცა.

დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს.

ბევრი ბუნდოვანებაა დღეს ჩემს თვალსაწიერში, უამრავი კითხვის ნიშანი და “მაგრამ”, თუმცა როგორც ჩანს, დიდი განსაცდელი პიროვნების ღირებულებათა სისტემაში აყალიბებს რკინა-ბეტონივით მყარ პოზიციებს, ამიტომ დღეს ე.წ. “ციანიდის საქმის” 8 წლის თავზე, უკვე საპყრობილის მიღმა მყოფი ღიად მოვითხოვ 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას – შეიქმას ე.წ. ” ციანიდის საქმის” არსებითად შემსწავლელი კომისია (უმჯობესი კი საეკლესიო სასამართლოს აღდგენაა), თუმცა ამ სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც სამწუხაროდ დღემდე რჩებიან საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ კომისიამ (მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერს შეისწავლის) არ დაიწყოს ფუნქციონირება, რაც უკიდეგანო შიშის ფაქტორიდანაა გამოწვეული, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა მუდმივად ვეკითხები თავს, გამაჩნია თუ არა მიზანი, მიზანი რომელიც ჩემი ყველა ნაბიჯისა და ქმედების განმსაზღვრელი იყო და რომელიც არ მაძლევდა საშუალებას, დავნებებოდი ან შევგუებოდი უსამართლობასა და უკეთურებას.
პასუხი ცალსახაა დიახ-რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ღიაობის პრინციპი ( სამწუხაროდ ხელისუფლება განუსაზღვრელი ვადით მიზღუდავს ჩემი საქმის ირგვლივ საუბარს, თუმცა ყოველგვარი შოუს დადგმის გარეშე ვცდილობ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას მიზნის მისაღწევად) ამისათვის კი უპირველესად აუცილებელია:
* არაფრის დიდებით არ გატყდე, წინააღმდეგ შემთხვებაში ბოლომდე გაგანადგურებენ;
* ბოროტ ძალას დაუპირისპირე, მხოლოდ სიმართლე, სიცრუე შენს ბრძოლას დაასუსტებს;
* დააფასე ადამიანები, რომლებიც შენ, დაჩაგრულს და გათელილს გვერდით გიდგანან და რომელნიც არა ერთი უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ-ისინი წუთისოფელში ანგელოზთა როლს ასრულებენ.
მიფიქრია ხშირად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რა დროს ჩემს საკითხზე საუბარია, მაშინ როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში ახალგაზრდებსა და არა მარტო მათ უნადგურებენ მომავალს, თუმცა არა – ჩვენ უსამართლობის მსხვერპლმა ადამიანებმა უფრო ხშირად და მეტი უნდა ვისაუბროთ იმ უბედურებაზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ და რომელიც ნელ-ნელა თითქმის ყველას უახლოვდება.
ჩემი საპყრობილეში ჩაგდების რვა წლის თავზე მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა აზრები რომელნიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იკავებს თავის ადგილს და მომავალში კიდევ ბევრჯერ მოგახსენებთ სათქმელს, თუკი რა თქმა უნდა თავს არ შეგაწყენთ.

პატივისცემით,
დეკანოზი გიორგი მამალაძე
10.II.2025”

თეგები: გიორგი მამალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved