• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ქვეყნაში კრიმინალი გაორმაგებულია, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი, 60%-დან 35%-მდეა შემცირებული – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:18 08-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის შემდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 35 000-დან 64 000-მდე გაიზარდა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 60%-დან 35%-მდე შემცირდა. ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი უსაფრთხოებას ვერც უზრუნველყოფენ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის თქმით გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულებრივი საქმეების გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც დღეს არსებული მძიმე სტატისტიკაც ადასტურებს.

„დღეს შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა კრიმინალია. შედეგად ქვეყანაში დარღვეულია სიმშვიდე და ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობენ. წარმოგიდგენთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას ცხადყოფს. 2015 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია კრიმინალის დონე ქვეყანაში, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი, 60%-დან 35%-მდეა შემცირებული. საკმაოდ ბევრი კრიმინოგენული დანაშაულების შემთხვევებია ქვეყანაში: მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა, ამასთან იმატა დამნაშავის დაუჯელობის განცდამ,“ – აცხადებს ვაშაძე და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მოქალაქეებს ეშინიათ ქუჩაში საღამოს გასვლის, რადგან ოფიციალური მონაცემებით, დანაშაულის კონკრეტული შემთხვევები და დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი მათი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

დღეს სამართალდამცავი უწყებები გადასულები არიან პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რა თქმა უნდა, დრო არ რჩებათ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოფენ მათი უსაფრთხოება. რადგან დამსხვრეული ოცნებების პარტიის მიერ დასახული მთავარი ამოცანა პოლიციური სტრუქტურის დეგრადირება და მათივე შეკვეთების შესრულება. მათგან ეკიპაჟებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დევნის პირდაპირი დავალება და მითითება აქვთ: დააშინონ, ხელი შეუშალონ საიმიჯო პლაკატების გაკვრისას და არა ებრძოლოს ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილ კრიმინალს. ყველაზე მძიმე რეალობაა, რომ საკმაოდ დაბალია მკვლელობებისა და ყაჩაღობის გახსნის მაჩვენებელი. სერიოზულად მოიმატა თვითმკვლელობების შემთხვევებმა. საქმე აღძრულია ამ მუხლით, თუმცა გამოუძიებელია ამ ადამიანებს ეს თვითმკვლელობა ვინმემ აიძულა, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ვინ მოახდინა. აი, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ წარმოგიდგენთ გეგმას, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდებიან იმ უზარმაზარი წნეხისგან, რომელშიც ისინი მუშაობენ. გაორმაგდა კრიმინალი და განახევრდა დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, ეს უნდა დასრულდეს,“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved