• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ქვეყანაში დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:22 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

რაც შეეხება რეგიონების განვითარებას, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება, გზების, ხიდების მშენებლობა. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მთავრობა გამოყოფს 32 მლრდ. ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი წყლის გამოწვევაზე და აღნიშნა, რომ 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება

„ასევე გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, ვინაიდან წყალი და ზოგადად, ხარისხიანი წყალი არის გამოწვევა ჩვენი მოქალაქეების. 3 000-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება დღეს ხარისხიანი წყალი, რაც კატასტროფაა, პირდაპირ უნდა ითქვას და სირცხვილია 21-ე საუკუნეში, რომ მითუმეტეს, წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, საქართველოში, ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი. ამიტომ, ამ მიმართულებით, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება ინტენსიურად მუშაობა. 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და ჯამში, ყველა სოფლის წყლით მომარაგება დასრულდება, დაახლოებით, 2028 წლამდე, გეგმების მიხედვით. ეტაპობრივად, ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ამას გარდა, მე ვიცი, ამ სოფლებში, ჯერ კიდევ იყო და არის გარკვეული სოფლები, რომლებიც არ იყო გაზიფიცირებული, ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, მიმდინარეობს ახლა სამუშაოები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წყლის პროექტია ძალიან მნიშვნელოვანი, გზები, 128 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, დაახლოებით, 130 მილიონამდე არის დახარჯული, ზოგადად, ამ მიმართულებით. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით მუშაობა.

ადგილობრივი წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განაპირობებს და შექმნის დამატებით ღირებულება და დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვგეგმავთ მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში და ჯამში, 2.5 მილიარდის ინვესტირება მოხდება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ და ჩვენ გავაფართოვეთ ის სფეროები, რომლებიც მოექცევა ამ სიაში და მოექცევა ადგილობრივი წარმოების ჩამონათვალში. ჯამში, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება გადამამუშავებელი, სხვადასხვა ინდუსტრიების, რეალური წარმოების განვითარება, ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე – სოციალური ზრუნვა და უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების, იქნება ეს ხარისხიანი ჯანდაცვა, ასევე განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, პროფესიული განათლება.

მე მინდა ასევე ორი სიტყვით გითხრათ, ჩვენ, ბოლო წლებში, დაახლოებით, 175 ახალი სკოლა ავაშენეთ და დაახლოებით, 250 გავარემონტეთ, რეაბილიტირდა. ახლა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. ხარისხი უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხელწერა და ხარისხის გარეშე არავითარი საქმე არ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტის მიხედვით და უნდა დავნერგოთ ყველა ქალაქში, სოფელსა და მუნიციპალიტეტში რეალურად ევროპული სტანდარტი. განათლების მიმართულებით, ბატონი განათლების მინისტრი გვესწრება და მე მინდა, მას ვთხოვო მოგვიანებით ჩვენს მოსახლეობას აუხსნას, რა იგეგმება, რა გეგმები გვაქვს. დაახლოებით 800 სკოლა ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან იქ პირობები არის მოძველებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი ამ სკოლებში, თუმცა ჩვენ, ახლა, მაქსიმუმი რაც შევძელით ამ წლებში, მოვასწარით და 800 სკოლის მოწყობა, რეაბილიტაცია, აშენება უნდა მოხდეს ამ ერთიანი, მაღალი დონის ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს უნდა იყოს ჩვენი გამოწვევა, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს ასეთ განვითარებულ, გალამაზებულ ევროპულ გარემოში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სკოლების მშენებლობაც და ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და გაგრძელება და მესამე, მთავარი, ეს არის ზოგადად, ჩვენი დემოკრატია, თავისუფლება და სტაბილურობა, რასაც სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო.

რეალურად, დღეს, ქვეყანაში, მართლაც უნდა ვთქვათ, რომ დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განვითარება, განმტკიცება, გამყარება, რაც იქნება საფუძველი ჩვენი შემდგომი გრძელვადიანი განვითარების“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved