• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს ქართული ოპოზიცია არ არსებობს! ჩვენი ოპოზიცია არის ბოლომდე დისკრედიტირებული!“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
11:07 08-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
459

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

– ამდენი რუსი მიგრანტი, ტურისტებად რომ ასაღებენ თავს, დღემდე არ გვყოლია. ყველა იმას ამბობს, ტურისტები როდის იყო, ბინებს და სახლებს ყიდულობდნენ და სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ხსნიდნენ საკუთარი ბავშვებისთვისო… თქვენ რა საფრთხეს ხედავთ?

– ყველაფერი ისევ ხელის გულზეა. „მცოცავი ოკუპაცია“ ახლა უკვე ამ „ტურისტების“ შემოსვლით გრძელდება. ამდენი რუსი ტურისტი წარმოუდგენელია საქართველოში. მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას, საქართველოს ამზადებენ, როგორც ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ პლაცდარმად რუსეთის დასახმარებლად. რუსეთი უკრაინაში ომის წარმოების პროცესში, საკუთარი მიზნებისთვის აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ტერიტორიას და ქართულ სახელმწიფოს. ამაში რუსეთს ყველანაირად შეუწყობს ხელს დღევანდელი ხელისუფლება.

– დამოუკიდებლობას ვკარგავთ, ქვეყანას ვკარგავთ. ხელისუფლება ოპოზიციას, ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აბრალებს, რაიმე პროვოკაციას მოაწყობენ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგო. არ გამიკვირდება, ეს პროვოკაცია თავად მოაწყონ. რა უნდა ვქნათ? რა უნდა გავაკეთოთ? სახლში ჯდომითა და „ფეისბუკში“ პროტესტის გამოხატვით არაფერი იცვლება,  სხვა აქტივობები კი არ ჩანს. ხალხი რატომ არის გაჩუმებული, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგევართ?

– ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც კი გააუქმებს. რაც შეეხება გადაბრალებას, საზოგადოების ინდიფერენტურობა ჩვენ მიგვიყვანს სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. ოპოზიციაზე კი, მიუხედავად  მათი  ჩემი პატივისცემისა, მაინც  ვიტყვი, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არ არსებობს.  ჩვენი  ოპოზიცია არის ბოლომდე დისკრედიტირებული.  საქართველოში არ არსებობს არც პოლიტიკური ლიდერი, არც პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა. ეს არის ფაქტი. მე  არ ვიცი, ეს როგორ დასრულდება. ფაქტიურად, ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე.  შესაძლოა, ეს ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ  მაქვს ასეთი განცდა. რა მოხდება, ამის შესახებ ახლა ვერ ვილაპარაკებ. პროვოკაციაზე წამოვა რუსეთი თუ სხვა რაიმეს მოიმოქმედებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ კარგს რომ არ უნდა ველოდოთ მისგან, ეს ყველამ კარგად ვიცით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა უძლური. ქართულმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო რუსულ აგრესიას. ის, რაზედაც ახლა საუბრობენ, რომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, გონივრული პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და მშვიდობისათვის, ეს მიმაჩნია წყლის ნაყვად და მეტი არაფრად. რეალობა სულ სხვაა და ხელისუფლების სურვილი, ხელისუფლების წარმოდგენები სახელმწიფოებრიობასა და დღევანდელ  პოლიტიკაზე,  სულ სხვა. ჩვენი ხელისუფლება რეალობას აცდენილია.

– რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, ეს უკვე კოლაბორაციონიზმი და მტერთან თანამშრომლობა აღარ არის, რაც თავისთავად სამშობლოს ღალატია. ამათი ქმედება კოლაბორაციონიზმზე მეტია – ღია, გამოცხადებული ღალატია. არ მეთანხმებით?

– მე თავს შევიკავებ  პირდაპირ ასეთი შეფასებისაგან, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. მე პირდაპირ ვამბობ ერთ რაიმეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში არის ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარების შეფასებით ადამიანმა იფიქროს, რომ ჩვენი ქვეყანა დგას სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის   წინაშე. ვინ არის მოღალატე და ვინ არა, ყველაფერი ჩანს, ყველაფერი აშკარაა. უკრაინის ომმა ისეთი ლუსტრირება მოახდინა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, ჩვენი საზოგადოებისა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მარტო ის ფაქტი აიღეთ, რომ ქართველი სამხედროების მონაცემთა ბაზა არსებობს რუსეთის უშიშროებაში. ამის მერე, რაზე უნდა ილაპარაკო? სახელმწიფო ხმას ვერ იღებს ვერც   ამ ფაქტისა  და საერთოდ,  რუსეთის წინააღმდეგ,   ვერ აფასებს  რუსულ აგრესიას, რომელიც სახეზეა. ყველაზე მთავარი – ხელისუფლება დაკავებულია ანტიდასავლური რიტორიკით, რომლის მსგავსი ცხონებულ აბონ ციციაშვილსაც კი შეშურდებოდა. ამ დროს  რა უნდა ილაპარაკო. რაც შეეხება ხალხსა და საზოგადოებას, ძალიან მძიმე სიტუაციაა. რა  ვიცი, ეს ვითარება როდემდე და როგორ გაგრძელდება. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამდენ ბრძოლა ფუჭად არ ჩაივლის.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved