• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს პროკურატურამ მიშას საქართველოში „ტრაილერიზაციის“ საქმეს ფარდა ახადა – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:02 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

„დღეს პროკურატურამ მიშას საქართველოში „ტრაილერიზაციის“ საქმეს ფარდა ახადა. გია ლორთქიფანიძის მიმართ, სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო“, – ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა.

„არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს – მესმის სააკაშვილის, რომელმაც გუშინდელ პროცესზე დასწრებას „ცუდად ყოფნა„ არჩია. დღეს პროკურატურამ მიშას საქართველოში „ტრაილერიზაციის“ საქმეს ფარდა ახადა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში, საქართველოს შსს-ს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სააკაშვილის სხეულის მის ყოფილ სამშობლოში ტრანსპორტირების დეტალები და ამ ოპერაციაში გადასახდელი თანხა შეათანხმა მძღოლ ელგუჯა ცომაიასთან. გია ლორთქიფანიძის მიმართ, სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სწორედ გია ლორთქიფანიძემ დაგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა და მას შესაბამისი დახმარება გაუწია (ბრალდება მას სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება).

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე გია ლორთქიფანიძეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ერთ-ერთი თანამდებობა ეკავა, ამ უწყების სააკაშვილის კლანთან ღია დაპირისპირების ფაქტორის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში იგი განთავისუფლებული იქნას სამსახურიდან. გარდა ამისა, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, გია ლორთქიფანიძე აპირებს უკრაინის დატოვებას და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადაბარგებას. მიუხედავად ამისა, ქართული მართლმსაჯულება მოწადინებულია აღნიშნული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. არაა გამორიცხული, რომ უკრაინული და საქართველოს კანონმდებლობის დადასტურებულ დარღვევაში, გია ლორთქიფანიძე ეხმარებოდა სააკაშვილს ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებითა და ტანდემში, რომლის ნების აღმსრულებელიც იყო და არის ბოლო წლების განმავლობაში. შესაძლოა სწორედ ამ გარემოების გამო, სააკაშვილი განსაკუთრებით ნეგატიურად არის განწყობილი სწორედ მერაბიშვილის მიმართ. ასეა თუ ისე, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი, უკრაინული მხარის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ქართული მხარე არ შეეგუება, რომ პარტნიორმა სახელმწიფომ მსგავსი დანაშაული რეაგირების გარეშე დატოვოს – ეს არის კატეგორიულად მიუღებელი!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved