• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს პოლიცია არ ებრძვის კრიმინალს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:49 08-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც  არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი ახალგაზრდების დევნა და დაშინებაა,“ – ასე მიმართა დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ გიორგი გახარიასა და  შსს-ს მინისტრს,ვახტანგ გომელაურს და ფაქტების უკეთ დასამტკიცებლად  ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთ მხარდამჭერს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია არ ებრძვის კრიმინალს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. რამდენიმე  დღეა, რაც პოლიციელები  მთელი თბილისის მასშტაბით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებს  დასდევენ მის  და ცდილობენ დააშინონ  ისინი.

“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობაა. ყოველდღე უმძიმესი დანაშაულები ხდება: მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა და ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს. მკვლელები თავისუფლად დადიან. ამ ფონზე კი, რამდენიმე დღეა, ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს ათობით საპატრულო  პოლიციის ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ, აშინებენ, რომ ძებნილები არიან, ბანკებთან არსებული სასესხო დავალიანებების გამო და  სესხების ამოღებას ითხოვენ.  

დღეს ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას ვუგზავნი დისკს, რომელზეც დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია ჩაწერილი, სადაც გადაღებულია, როგორ ემუქრება პოლიციელი ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც ქალაქში ნებადართულ ადგილებზე აკრავს პარტიის პოსტერებს, როგორ ეუბნება, რომ თურმე ძებნილია  და შემდეგ უარყოფს, როგორ ემუქრება მანქანაში ჩასმით , თუ კრედიტს სრულად არ გადაიხდის პრობლემები შეექმნება, როგორ აწვდის გაურკვეველი პიროვნების ტელეფონს და ა.შ ასეთი რამ არ არსებობს არცერთ საპოლიციო სტანდარტში. 

მივმართავ გახარიას და გომელაურს თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას, არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი არის ახალგაზრდების დევნა და დაშინება. პოლიციამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, უნდა ებრძოლოს კრიმინალს და არა  ახალგაზრდებს დევნიდეს მთელ ქალაქში. არ შეიძლება ათობით საპატრულო ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის, როდესაც ქვეყანაში უამრავი კრიმინალური დანაშაულია, მაგალითად,   გუშინწინ ორხევში დაჭრეს ადამიანი და დღემდე არაფერია გამოძიებული, რადგან პოლიციას არ სცალია კრიმინალისთვის, პოლიციას პირიქით თანამშრომლობს კრიმინალთან და მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის სცალია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved