• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
12:52 06-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
636

12 ივნისს მარხვა იწყება, რომელიც პეტრე– პავლობის სახელით მოიხსენიება, რადგან 12 ივლისს სრულდება, მაშინ როცა მართლმადიდებლური ეკლესია პეტრე–პავლობის დღესასწაულს ზეიმობს.

დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა). პეტრე–პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50–ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება.

მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ „მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ.

ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

პეტრე პირველი დღიდან ქრისტეს ერთგული მოწაფე იყო, პავლე კი ქრისტეს მტერი. მას არ სჯეროდა ქრისტესი.

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო იონას ძე, სიმონის ტომიდან. გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში დაიბადა. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის – არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა. მათთან ერთად კაპერნაუმში სახლობდა. ოჯახს მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა.

პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას მხოლოდ იუდეველებს უქადაგებდნენ.

პეტრე უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ მან პირველმა აღიარა ქრისტე ღვთის ძედ. როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, პეტრე მოციქულმა სიმდაბლით ითხოვა ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, რადგან თავი უფლის მსგავსად წამების ღირსად არ მიიჩნია.“საქმე მოციქულთას” მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში.

პავლე მოციქული თავიდან ქრისტიანთა მოძულე იყო. ერთხელ, გზაზე ზეციდან გარდამომავლი ნათელი იხილა და მიწაზე დაცემულს ხმა ჩაესმა: “პავლე, პავლე, რატომ მდევნი მე? “ვინ ხან შენ, უფალი?” – ჰკითხა შეძრწუნებულმა პავლემ. “მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი”. – პავლე დაბრმავდა და მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი, როცა მოინათლა. ის შემდეგ ის ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა.ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში – არაბეთიდან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა წმინდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი – ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში. საბოლოოდ ქრისტიანთა მტრებმა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

წმ. პავლეს მიეკუთვნება ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved