• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აღარ გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:15 02-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, განვმარტავ, რომ წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში.

როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია.

გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას.
შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება.

აქვე, როგორც საზოგადოებას, ისე დეპუტატებს შევახსენებ, რომ სამშაბათს გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური განცხადებების ფორმატით გაიხსნება, ასე რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, პარლამენტის მორიგი სხდომის ფორმატში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით სრულად იყო ჩართული უკრაინაში ომის თავიდან აცილების, ახლა კი ომის შეჩერების საქმეში.
ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ:

1. საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.
2. საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ფორმატები) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ფორმატში მსჯელობა რა თქმა უნდა შეეხებოდა უკრაინას და რეგინის უსაფრთხოების საკითხებს.
3. საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში, ხაზს ვუსვამ, დღემდე ისინი იმყოფებიან კიევში და არიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში.
5. საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved