დღეს, აბუ დაბიში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება.
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.
მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის დეკემბერში სწორედ პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დაკარგა და ახლა ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს.











კომენტარები