• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს მე იტალიის მოქალაქე გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ძალიან მაწყენინა, ჩემი დიდი სურვილი იყო შემენარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობაც და ასეც მოვიქეცი“

ალია ავტორი - ალია
10:24 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

„წლების წინ, ჩემს სამშობლოზე ძალიან ნაწყენი, საქართველოდან გამოვიქეცი და იტალიაში აღმოვჩნდი 29 წლის გოგო, სრულიად მარტო, ყოველგვარი ნაცნობის, ახლობლის, ზურგის, ფინანსების და ენის ცოდნის გარეშე.“ 

exclusivetetv.ge-ს ჟურნალისტი და იტალიის ბიუროს დირექტორი, ნინა მამუკაძე-სორდინი, დღეს იტალიის მოქალაქე ოფიციალურად გახდა. ჟურნალისტი, იტალიის მოქალაქეობის მიღების და ფიცის დადების შემდეგ მკითხველს იმ ისტორიას უზიარებს, რომელიც მან ემიგრაციაში განვლო. 

„გოგონა, რომელმაც ერთადერთი ატირებული პატარა შვილი ბებიასთან დატოვა და უკეთესი მომავლის იმედით ბებერი ევროპის კარს მიადგა. ძალიან შემეშინდა!
მახსოვს, ვიდექი რომის დიდ აეროპორტში, პატარა ჩანთით და ვფიქრობდი – ახლა რა ვქნა?!

მაშინ, ისიც კი არ ვიცოდი, რომ “ჩაო” მისალმებასაც ნიშნავდა და დამშვიდობებასაც. ჩემ წინ ოკეანე იყო და მე ცურვა უნდა მესწავლა, თანაც დაუყოვნებლივ. და მე შევცურე ოკეანეში ჩვილი ბავშვის ინსტინქტით…
… და მე ვისწავლე ცურვის არაერთი სახეობა  

დაახლოებით 3 თვეში, უკვე ვსაუბრობდი იტალიურად; იმ პერიოდში გამოვიდა კანონი და ჩამოსვლიდან 9 თვეში გავაკეთე მოთხოვნა საბუთებზე და ერთ წელში უკვე მქონდა ბინადრობის ნებართვა; პირველი ჩამოსვლიდან 20 თვეში შევძელი საქართველოში ჩასვლა და ჩემი შვილის ჩახუტება; პირველი ჩამოსვლიდან 2 წელში დავიწყე დაცვისა და უსაფრთხოების კომპანიაში მუშაობა, ხოლო ჩამოსვლის თარიღიდან ორწელიწად-ნახევარში თარჯიმნად მუშაობა სხვადასხვა ოფიციალური უწყებებისთვის; ვიზრუნე, რომ ამეღო იტალიური მართვის მოწმობა, რათა ვყოფილიყავი სრულიად დამოუკიდებელი; ჩამოსვლიდან 4 წელში, ჩემთან წამოვიყვანე ჩემი შვილი; შევხვდი ჩემი ცხოვრების მამაკაცს და ვიქორწინეთ.

ამ ყველაფრის პარალელურად ვცდილობდი არ დამეკარგა ჩემი პროფესია და პერიოდულად ვწერდი სხვადასხვა გამოცემებისთვის, მაგრამ გასული წლის შემოდგომიდან, შეიძლება ითქვას, ისევ თავით გადავეშვი ჟურნალისტიკაში და ექსკლუზივტვ-ის ჟურნალისტი, იტალიის ბიუროს რედაქტორი ვარ და მაქვს საავტორო გადაცემა “ნინას ესპრესო”.

ის, რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა. დღეს მე იტალიის მოქალაქე გავხდი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ძალიან მაწყენინა, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ შემენარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობაც და ასეც მოვიქეცი.
გმადლობ, საქართველო!
გმადლობ, იტალია!“ – წერს ნინა მამაუკაძე-სორდინი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved