• რეკლამა
  • კონტაქტი
14:51, ორშაბათი, 5 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს მარნეულიდან 100 ტონამდე პროდუქტის წამოღება მოხდება

ალია ავტორი - ალია
13:59 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

მარნეულის რამდენიმე სოფელში სადისტრიბუციო კომპანიისთვის ადგილობრივი პროდუქციის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივი პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიისთვის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. მათ შორის, მოქალაქეებს ურიგებენ პირბადეებს და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორი და მარნეულის მერიც ესწრებიან.

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი:

„დღეს გაცილებით უფრო კარგად იმართება პროცესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაზიდვის მიმართულებითაც, პროდუქციის გატანის მიმართულებითაც და დაავადების გამოწვევების ქცევის წესებისა და დისტანციის მიმართულებით გაცილებით წინ ვართ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც აწესრიგებს და მართავს სიტუაციას. აქ არიან ძალოვანები, სამართალდამცველები, მერიის სამსახურები და, რა თქმა უნდა, ხალხი. ახლომახმუდლოში ნორმალურად მიდის პროცესი და რაც არის მარაგები, გადაინაცვლებს თბილისის მიმართულებით.

სადისტრიბუციო კომპანია თავის ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ გამოწვევა იყო უფრო დიდი. მათი ძალისხმევით, რამოდენიმე ათეული ტონა ტვირთი გადაიზიდა სადისტრიბუციო სივრცეებში. ჩვენ შეთანხმებულად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორგანიზებულად გაგვეკეთებინა ადგილობრივი მოსახლეობის კოლონები მათივე სატრანსპორტო საშუალებებით და მათივე პროდუქციით, გაგვეცილებინა პატრულით, აღგვეჭურვა და შეგვემოსა ეს ხალხი ისე, რომ ჩასულიყვნენ, მიეღოთ სადისტრიბუციო კომპანიებს მათივე პროდუქცია, გაკეთებულიყო ანგარიშსწორება ისე, რომ ისინი მანქანიდან არ გადმოსულიყვნენ და ასეთი მართვადი პროცესით, 30 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება წავიდა და მთლიანად გუშინ 100 ტონაზე მერი ტვირთი გავიდა მუნიციპალიტეტიდან. დღესაც იგივე სქემით ვიმუშავებთ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

დღეს მარნეულის დაახლოებით ათი სოფლიდან ას ტონამდე პროდუქციის გატანა იგეგმება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved