• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:15 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,დღეს კიდევ ერთი პატარა ანგელოზის სიცოცხლე გამოვგლიჯეთ კიბოს ხელიდან. რომ მკითხოთ, ეს მერამდენეა, ნამდვილად ვერ გეტყვით, ან გეტყვით, რომ – ბევრზე ბევრი… როდესაც ევროპარლამენტიდან მომდის კულუარული შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების გარკვეული ნაწილი მსჯელობს საქართველოსთან გამარტივებული ვიზების შეზღუდვაზე, პირველი რაც მეფიქრება, პატარა ონკოპაციენტების ბედია.

ბევრს გახსოვთ ალბათ, თუ რა დაძაბული ურთიერთობა მქონდა იაშვილის კლინიკასთან. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორი დიაგნოზით გამოწვეულ გართულებებს… მე არასოდეს შევხებივარ ქართველი მედიკოსების პროფესიულ კომპეტენციას. ამ კლინიკას ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მედპერსონალი, მაგრამ არ აქვთ მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი ლაბორატორიები. სამწუხაროდ, მსგავსი ფუფუნებისთვის არ უზრუნია საქართველოს ხელისუფლებას…

ამჯერად საყვედურების ნაცვლად მადლობას ვუხდი უამრავ ექიმს, რომლებიც უიმედო პაციენტების გადასარჩენად თავად მიკავშირდებიან და ეძებენ გზებს პრობლემის გადასაჭრელად.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს შესანიშნავად, რომ გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა უამრავ ჩვენს თანამემამულეს მისცა უნიკალური შანსი სიცოცხლის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს შანსი ბეწვზე ჰკიდია… თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოთოკა საკუთარი ამბიციები და უარი არ თქვა პრორუსულ კურსზე, მათ კისერზე იქნება იმ ბავშვების ცოდვა, რომელთა სიცოცხლის გასაღებიც აქ, ევროპაში და არა გაფარჩაკებულ რუსულ ამბულატორიებში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved