• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ივანიშვილის ბედი კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
21:59 04-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,702

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

სრულიად სერიოზულად!
რა ხდება თუ ერთ დღესაც ირაკლი კობახიძე იტყვის: “ბიძინა ივანიშვილი გადადგა”. გადადგა პირობითად – შეუძლია თქვას: დაკავებულია, გაძევებულია ქვეყნიდან, იმყოფება შინა პატიმრობაში.
ამ ყველაფერს, დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის – ვახტანგ გომელაურისა და ანზორ ჩუბინიძის განეიტრალება სჭირდება.
ივანიშვილის ძალაუფლება ამ დრომდე იდგა იმაზე, რომ ყველა მისი კაცი იყო. ახლა იმას ნუ დაიჯერებთ, რომ დღეს “ხელისუფლებაში” ყველა მისია. შესაძლოა, ივანიშვილი თავად ფიქრობს, რომ “ყველა” მისია და იმავეს ფიქრობს ბევრი მისი მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე, მაგრამ არ არის ასე…
ახლა განვიხილოთ ეს მომენტიც… უდავოა, რომ ირაკლი კობახიძე გამორჩეულად ძლიერი ფიგურაა “ქართულ ოცნებაში”. იგი საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკურ ინტრიგებშიც და თუ მის პოლიტიკურ კარიერას დავაკვირდებით, მრავალსვლიან კომბინაციებსაც კარგად თამაშობს.
ვინც ბრმა არ არის, ისიც უნდა აღიაროს, რომ კობახიძე დღეს ერთპიროვნულად, საკუთარი კადრების მეშვეობით მართავს “ოცნების” ხელისუფლების სრულ ვერტიკალს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნების” ელიტაში აღარ არსებობს შიდა კლანები – კობახიძემ შეძლო ამ ველის მოსუფთავებაც. უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილისთვის ეს თითქოს კომფორტული მდგომარეობაა, მაგრამ ის მუდამ მიჩვეული იყო პირადი ძალაუფლების შენარჩუნება-გამტკიცებას სწორედ კლანების შექმნის ხელშეწყობით, შემდეგ მათი დაპირისპირების პროვოცირებითა და მუდამ სასურველი შედეგის დაყენებით.
დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივანიშვილის ბედი ერთგვარად კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
რატომ? ამ ძალაუფლების ფლობის პირობებში, სადამდე მოუნდება კობახიძეს ივანიშვილის “ფრთის ქვეშ” ყოფნა და რა მიზნით? მიზანი განსაზღვრავს ვადებსაც.
თუ “ოცნებამ” – რეალურად კობახიძემ და მისმა სახელისუფლებო ვერტიკალმა მოსკოვის დირექტივები უნდა ასრულოს ივანიშვილის გავლით, ჟანრის ლოგიკაა, რა საჭიროა ივანიშვილი, როგორც შუა რგოლი?
მოსკოვში იდიოტები კი არ სხედან, ვერ ხედავდნენ ვის აქვს პროცესი მხრებზე წამოკიდებული.
ამიტომ…. ამიტომ… ამიტომ…
არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ… ჰო, ქონების ექსპროპრიაციის თემაც არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved