• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა“ – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
04:43 06-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,611

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა: ისტორიაში პირველად, სომხეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას.

2008 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ტარდება ეს კენჭისყრა. სხვებს შორის, საქართველოს მხარს უჭერენ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკლებლივ, ხოლო რუსეთს ყველაზე მარგინალური რეჟიმები: ჩრდ. კორეა, ზიმბაბვე, სუდანი და ასეთები. შედეგები ყოველ წელს იცვლება, მაგრამ მეტ-ნაკლებობით ასეა ხოლმე – 80 ქვეყანა საქართველოს, 15 რუსეთს და დანარჩენები თავს იკავებენ.
წელს მხარდაჭერა რეკორდულია, რაც უკავშირდება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატურ ბმას და რიგ რეგიონებში პოლიტიკურ ცვლილებებს. 103-მა სახელმწიფომ ხმა მისცა საქართველოს და მხოლოდ ცხრამ რუსეთს.
რუსეთისთვის ხმა არ მიუციათ ოკუპირებული ტერიტორიების ამღიარებელ ვენესუელას და ნაურუს; ასევე – მის ტრადიციულ მოკავშირე სერბეთს.

2008-2017 წლებში რუსეთს მხარს უჭერდა სომხეთიც. ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთი თავს იკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

და აი წელს, პირველად, სომხეთმა ხმა მისცა საქართველოს, რუსეთის წინააღმდეგ <3

Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան არის ოქრო კაცი! <3

ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური და ემოციური მოვლენა. ხელისუფლებას რომ შევცვლით, სომხეთი და საქართველო უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული ღერძი. ცხადია, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით, შიდა საქმეებში ჩაურევლობით, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებით და სამხრეთ კავკასიაში ერთიანი ეკონომიკური ზონისთვის საფუძვლების ჩაყრით. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ამ გზაზე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ახლა მთავარია, რომ საქართველოში გაუძლოს დემოკრატიამ, რომლის გარეშეც სომხურ დემოკრატიას გაუჭირდება გადარჩენა.

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved