• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ის ისტორიული ეპოქა დადგა, როდესაც კვლავ მოგვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
15:04 08-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“— ? ერის ისტორიაში დგება დრო და მომენტი ,როდესაც მან ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ? —
მაგალითად – წინა საუკუნეში ასეთი მომენტი 2-ჯერ დადგა ქართველი ერის წინაშე ‼️
პირველი 1921 წელს,როდესაც მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და 70 წლით დავკარგეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა‼️
მეორედ 1992 წელს,როდესაც საქართველოს მტრებმა კანონიერ პრეზიდენტს შეიარაღებული გადატრიალება მოუწყვეს,ქვეყნის სათავეში მოღალატე-ხუნტა მოიყვანეს და საქართველოს განვითარება 100 წლით უკან დახიეს‼️
სამწუხაროდ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ერს არ აღმოაჩნდა საკმარისი გონიერება და სიმტკიცე,რათა თავიდან აეცილებინა საერთო ეროვნული კატასტროფა‼️
ორივე მომენტში ვერ შევძელით ბეწვის ხიდზე გავლა და უფრსკრულში გადავიჩეხეთ‼️
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას , რომ დღეს ის ისტორიული ეპოქა დადგა ,როდესაც კვლავ მოგვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა‼️
მესმის – ძალიან ძნელია გაიარო ისე , რომ არც ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგო , არც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეექმნას საფრთხე და ამასთანავე მოახლოებული ომი თავიდან აიცილო‼️
დიახ- აბსოლუტური ჭეშმარიტებაა რომ თავმოყვარეობა შელახული,დაბეჩავებული,დამონებული მშვიდობა არავის სურს‼️
ცალსახაა რომ მშვიდობაზე ბევრად დიდი ცნება თავისუფლებაა და მშვიდობას ყველანაირი ფასი ეკარგება,როდესაც თავისუფლებას-დამოუკიდებლობას კარგავ‼️
ამიტომ არის პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად ძნელი – შეინარჩუნოს თვითმყოფადობა-თავისუფლება და მშვიდობა ერთად‼️
თუ ყალბ და ვასალურ მშვიდობას გავყვებით – თავისუფლებასაც დავკარგავთ და მშვიდობასაც‼️
თუ ყალბ პატრიოტიზმს და ომის რიტორიკას ავყვებით – მაშინ ომი და ქვეყნის სრული კატასტროფა გარდაუვალია .ფაქტიურად ერის გენოციდი განხორციელდება და ქართველი ერის არსებობა შეწყდება‼️
როდესაც გააზრებული გაქვს ეს უდიდესი საფრთხეები , რომლის აცილებაც წარმოუდგენლად ძნელია და გადახედავ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს , იმ ხალხს რომლებიც ცდილობენ მმართველობის მოპოვებას – ხვდები რომ მათ ხელში საერთო ეროვნული კატასტროფა და ომი გარდაუვალია‼️
მაგრამ ამავე დროს იმასაც იაზრებ,რომ არსებული მმართველი ელიტის და მახინჯი სისტემის , ყველა რგოლში ჩაბუდებული კონფორმისტების , მშიშრების და აბსოლუტურად უცოდინარების ხელში , დიდი ალბათობით ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – ვასალობა არ აგვცდება‼️
ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ ეროვნულ გამოსავალზე არავინ ფიქრობს და ძალაუფლების მოპოვების ცხოველური ჟინით შეპყრობილნი – ყველა მხარე მზადაა ყველაფერზე წავიდეს , ყველას შეეკრას ძალაუფლების მოსაპოვებლად‼️
წინასწარ ვამბობ,რომ წინ ძალიან ძნელი შემოდგომა და ბევრად უფრო დაძაბული 2024 წელი გველის ‼️
ერთადერთი გამოსავალი გონიერი და ქვეყნის მოყვარული ადამიანების ერთობაა, რომელსაც ექნება შანსი რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი და ამავე დროს თავისუფალი‼️
მერწმუნეთ , ძალიან მალე კვლავ დადგება არჩევანი უფლის გზასა და ბარაბა – ავაზაკის გზას შორის – შეცდომა და ბარაბას გზის არჩევა დასასრულია , ხოლო უფლის გზის არჩევა ქვეყნის გადარჩენაა ‼️‼️‼️“
თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved