• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს გავიგე, რომ რეჟიმმა FARA აამუშავა. 6 ორგანიზაციას მიადგა” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
14:40 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,612

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

გამარჯვება თედო აბრამოვს! რომელიც დღეს თავისუფალია და ყველას გვაბედნიერებს! ამას პროპაგანდა ატრიალებს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ვიცით რომ ეს ფარსია. რადგან არავინ დასჯის იმ პოლიციელს ვინც მას ნარკოტიკი ჩაუდო. არავინ დააკმაყოფილებს პოლიტპატიმრის მოთხოვნას სამართლიან კომპენსაციაზე ციხეში უსაფუძვლოდ გატარებული თვეების გამო. არავის სჯერა ამის. სინამდვილეში რეჟიმს უკან დახევა მოუწია და ილუზიის შექმნას ცდილობს ახლა, მაგრამ ამავდროულად ის სხვა სცენარს წერს, იმისთვის რომ სუსტი არ გამოჩნდეს.
დღესვე გავიგეთ, რომ რეჟიმი ახალი პოლიტპატიმრებისთვის ნიადაგს ამზადებს. მან FARA აამუშავა. 6 ორგანიზაციას მიადგა. ფარას მოთხოვნების დაუცველობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ეს ხალხი არ აპირებს ამას ანგარიში გაუწიონ. ისინი სამართლიანად ამბობენ, რომ ეს კანონი მათ არ ეხებათ.
მკაფიო რომ იყოს რას ითხოვს ოცნება ამ ხალხისგან: ან საკუთარი ნებით უწოდე საკუთარ თავს ქვეყნის მოღალატე, ან დამნაშავედ გამოგაცხადებთ. ან უარი თქვი ღირსებაზე ან ციხეში გაგიშვებთ.
ეს 6 ორგანიზაცია არის ახლა პირველადი სამიზნე, ასე ვთქვათ პირველადი ზღუდე რომელიც უნდა გადალახოს რეჟიმმა იმისთვის რომ სხვებს მიადგეს. მათზე მოდის მთავარო ზეწოლა. სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ!
კიდევ ცალკე მინდა გამოვყო სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center, რომლითაც ისე ვამაყობ, როგორც სხვა არაფრით. ამ ორგანიზაციაში ვმუშაობდი თითქმის ორი წელი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ფეხს იკიდებდა, დღეს უკვე, როგორც ადამიანის უფლებების უკომპრომისო დამცველი ინსტიტუტი. იმიტომ გამოვყოფ, რომ ყველაზე უკეთ ვიცნობ მათ საქმეებს, იმას როგორ ცდილობენ უკეთესი გახადონ ეს ქვეყანა, რისთვისაც მათ მოღალატეებაც რაცხავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved