ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართავს და აჟღერებს მოთხოვნებს:
გადავიდეთ საქმეზე, საქმის ხალხი ვართ ჩვენ. 133 ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ გუშინ აქციაზე, სანამ მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული არალეგიტიმური ძალა, დაკავებულია დღეს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ არ დავიშლებით, სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება დღესვე. ველოდებით.
მეორე მოთხოვნა, რაც გაჟღერდა უკვე და გავიმეორებ – დაუყოვნებლივ უყარეთ კენჭი ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, არც ერთი დღე არ უნდა იყოს ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში.
კომენტარები