• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ჩვენი დროა – რა დარჩა გამოსავალი? საერთაშორისო პარტნიორების სრული ლეგიტიმაცია აუჯანყდე რეჟიმს” – ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
14:20 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

“რეჟიმმა თქვა შემდეგი – საქართველოში არჩევნები გაუქმებულია.

ამ დრომდე ბევრი უსამართლო და უთანასწორო არჩევნები გაგვივლია.9 წლის მანძილზე 8200 ენმ ს წევრზე განხორციელდა სამართლებრივი დევნა და 1200 ადამიანზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

პარტიის ყველა ლიდერმა გამოიარა ციხე.

ჩვენი ცხოვრების 9 წელი გავატარეთ სასამართლოებში…

მთელი ამ ხნის მანძილზე, არ არსებობდა მატერიალური მცირე ბაზაც კი, რაც მეორე დღეს უფრო ორგანიზებულს და მობილუზებულს აჩვენებდა ჩვენს გეგმებს.

ამ უთანასწორო ბრძოლაში ბევრი დავკარგეთ და ბევრიც შევიძინეთ. ბევრმა ფიზიკურად დატოვა ქვეყანა და ბევრმა ვერ გაუძლო.. ყველას თანაბარ ბრძოლისუნარიანობას ვერ მოსთხოვ, როცა ოჯახის წევრები შიმშილისგან ფიზიკურად ყავს გადასარჩენი, როცა ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებიან, ვერავის უკარნახებ როგორ მოიქცეს..

ეს იყო გადასატანად ურთულესი წლები, თავის ყოველდღიური მდგენელის გათვალისწინებით.არის მთელი რიგი საკითხები, რასაც ვერასდროს ვერ დაწერ, მაგრამ უხელფასოდ მომუშავე ერთგულ ჯარს მუდმივად ვიღაც ჭკუას გვასწავლის.

ახლაც იგივე ხდება – “არ იცოდით ივანიშვილი ციფრებს დაიწერდა?” როგორ არ ვიცოდით?! მაგრამ ასეთი ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს და ემოციურს კი არა, პოლიტიკურ გზას გავდივართ.

გამარჯვებამდე იმდენი აუცილებელი კომპონენტია დასაკმაყოფილებელი, სადმე ფეხი თუ წაგიცდა წლების ნანძილზე გაწეულ შრომას წყალში ყრი. ივანიშვილი რომ რუსული პროექტია, ამ აზრის მოზიარეც კი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მყავდა ირგვლივ, მაგრამ დღეს ეს ეჭვგარეშეა ფართო მასებისთვის. მასთან თანაბარ პირობებში საპაექროდ გასვლა რომ სიგიჟეა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ იმისთვის, რომ რეჟიმი შეცვალო, ამის დასაბუთებული ფაქტები უნდა არსებობდეს.

დიახ, ხალხის ძალისხმევაა მთავარი. იმ ხალხის რომელთა ერთგულებით მუდმივად პირველ ოპიზიციურ პარტიად ვრჩებით, მაგრამ მხარდამჭერებს მეტს ვერ მოვთხოვთ. მესმის, რომ არც ევალებათ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ სივრცეში მრავალი აზრის გამომთქმელის მეასედი არ გამოდის გარეთ საბრძოლველად? ამაში ხომ ვერ შემედავებით? ერთმანეთს ხომ ყველა სახეზე ვცნობთ? ამით ვინმეს კი არ ვამუნათებ, მთავარ სათქმელამდე მინდა მივიდე.

კი ბატონო, ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა, მაგრამ ეს ჩვენს გარდა, ფაქტების სიზუსტით უნდა შეაფასონ საერთაშორისო პარტნიორებმა და სადამკვირვებლო მისიებმა. ბრძოლის გზებსაც სჭირდება ლეგიტიმაცია, თუ რა თქმა უნდა, შედეგზე ვართ ორიენტირებულები.

გუშინ მომხდარმა ყველას აჩვენა, რომ იმ ნამდვილ სასაკლაოზე, სადაც კომისიის წევრებს სცემდნენ, უბნებიდან ყრიდნენ, მხარდამჭერებს იტაცებდნენ და აშანტაჟებდნენ, მშენებარე კორპუსებზე მიწერილი ადამიანების ყალბი პირადობის მოწმობებით იპარავდნენ შედეგს, სადაც დაუფარავად, ღიად არიგებდნენ ფულს, ხელში ეჭირათ მოპარული სამაგიდო სიები და იქიდან ხელმძღვანელობდნენ გაყალბების სქემებს, აი, სწორედ,ამ უთანასწორო ბრძოლაში, პირისპირ ვიარეთ შიშველი ხელებით, მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ხმის უფლება იყო ჩვენი იარაღი და პირველ ტურში მიღებული უპირატესობა მეორე ტურში გამანადგურებელი შედეგით ვაჩვენეთ. ეს შევძელით იმის ფონზე, რომ ყველას კარგად გვესმოდა რა ციფრებს დაწერდა ივანიშვილი.

ჩვენ ყველა გამოწვევას ვუპასუხეთ – დავსახეთ მშვიდობიანი გზით გამარჯვების გეგმა – შევედით ბრძოლაში, გავიარეთ პირველი და მეორე ტური. რის შედეგადაც, უკიდურესმა ქოცმაც კი იცის, რომ გამარჯვება ოპოზიციისაა.

რა დარჩა გამოსავალი? საერთაშორისო პარტნიორების შეფასება და სრული ლეგიტიმაცია აუჯანყდე რეჟიმს. ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ არსებობს კიდევ ის რაღაც, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე პასუხისმგებლობის მქონე პარტიამ დააკლო. ჩვენ ძალიან მართლები ვართ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებში და ამას მოწმობს გუშინდელი დღე. პირისპირ გავსწორდით ძალადობის ყველა გამოვლინების წინაშე და მაინც მოვიგეთ

ახლა ამ მონაპოვარს დაცვა სჭირდება. აქ ერთადერთ გზად ქუჩა რჩება – ან ვნებდებით, ან ბოლომდე მიგვყავს გამარჯვება.

ჩემთვის საინტერესოა ყოველი ჩვენი მხარდამჭერის აზრი, მათ’ შორის, ბრაზი, კრიტიკა, ხშირად დაუნდობელი ლანძღვაც, მაგრამ ჩემ მიზნამდე მისასვლელად სრულიად უინტერესოა გავხდე ემოციის მსხვერპლი.

საწყენი მხოლოდ ისაა, რომ 9 წელი ერთი დღეც რომ არ მიგიცია თავისთვის უფლება დასვენების, ვიღაც ხან გარუჯული გაძლევს შენიშვნას და ვიღაც მშვიდი, დაწყობილი ქვეყნიდან არ მოდუნებისკენ მოგიწოდებს. ხანდახან აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მოუსყიდავი ხალხის ფასი ჩვენში ღარიბაშვილისნაირებმა უკეთ იციან, ვიდრე მხარდამჭერებმა

დადგა დრო ყველასთვის მისაღები ბრძოლის – ყველაზე დამქანცველი, ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით სავსე აქციების. მობრძანდით, გეპატიჟებით, ოღონდ, იმედი არ მინდა გამიცრუვდეს და ისევ ფბ ფოტოებიდან არ მინდა მახსოვდეთ.

მიშამ მაქსიმუმი გააკეთა. საკუთარი სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანით, დამოუკიდებელი კამპანია წარმართა სამარტოო საკნიდან. ვინ ვინ და მან ყველაზე უკეთ იცოდა ყალბი ციფრების დაწერის რისკის შესახებ, მაგრამ,როგორც ვატყობ, აქ ხალხს საკმარისად არ ესმის რასთან გვაქვს საქმე. ურჩევნიათ მიშა ვიღაც ბრიყვად წარმოაჩინონ, რომელიც ვიღაცეებმა მიატყუეს,ჩამოიყვანეს და ციხეში გამოკეტეს, ვიდრე თავს გამოუტყდნენ,რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბრძოლაში თავგანწირვით შეუძლიათ შევარდნა.

დღეს ჩვენი დროა. მე პირადი პასუხისმგებლობა მაქვს მიშას წინაშე. არა როგორც მეგობრის, ახლობლის ან სხვა მიზეზის გამო, არამედ იმის, რომ მან ისეთ ხარისხში აწია ბრძოლა, რომ დიდი პატივია მისი მოკავშირეობა.

ვერავინ ვერ იტყვის,რომ კამპანიას რამე დავაკელით. ვეღარავი ვერ იტყვის – “მიშა რომ ჩამოსულიყო, უკეთესი შედეგი იქნებოდა”ჩამოვიდა და ციხეშია….ვერავინ იტყვის “ერთობა ვერ აჩვენეთ”- სახეზეა კოალიცია… მოკლედ, ცივილური და მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მაჩვენებელი სახეზეა.

გამოდით თქვენც! ან მონობა,ან გამარჯვება!

უფრო მძიმე დღეებიც ქონია ჩვენ ქვეყანას, ეს ჯიუტი, დაუმორჩილებელი ხალხი მაინც გავალთ სამშვიდობოს”

თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved