ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წირვა ჩატარდება.
2019 წელს მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.
კომენტარები