“დღეს, 24 მარტს, რუსეთის შემოჭრიდან 1 თვე გავიდა. ამ დღიდან უახლოეს დღეებსა და კვირებში გვაჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან, გამოდით მშვიდობისთვის. გამოდით უკრაინული სიმბოლოებით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას და თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ სიცოცხლეს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში რათა დაგინახონ და გაგიგონ. ხმამაღლა თქვით, რომ ადამიანს, თავისუფლებას ფასი აქვს, რომ უკრაინას ფასი აქვს. დაიწყეთ ეს 24 მარტიდან, თქვენი ქალაქების ცენტრებში. გამოდით ყველა, ვისაც ომის შეჩერება გინდათ!” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეო მიმართვაში.
კომენტარები