2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი 21 წლის ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო საწვრთნელი დაშვების დროს გარდაიცვალა. 144,3 კმ/სთ-ით მოძრავმა ციგამ მართვა დაკარგა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. საბედისწერო დაშვების შემდეგ 21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.
ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ დაბა ბაკურიანშია დაკრძალული. იქვე გახსნილია მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი. ქუჩა კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.
კომენტარები