• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
15:03 10-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით.

„მინდა, პირველ რიგში გითხრათ, ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიალში ვიღებ მონაწილეობას. ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების მშენებლობას, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და გრძელდება ეს პროცესი.

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ. 27 კმ ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზაზე ჯამში იქნება 97 ხიდი და 51 გვირაბი.

„დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, როგორ უკვე აღვნიშნე, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კმ-ზე სამუშაოები, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კმ გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მლრდ ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა, გავიმეორო – გზების მშენებლობას, მაგისტრალების მშენებლობას მოქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და დიდი დანახარჯები აქვს აი ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. აი, ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ეს დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.

მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტის განხორციელების, დაფინანსების პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა რა თქმა უნდა, ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება, მივა ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved