საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული სწავლება გაცილებით უსაფრთხო პერიოდში, სემესტრის დასასრულს დაიგეგმოს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ნებართვა 120 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლო დაწესებულებისთვისაა გაცემული და ისინი სააუდიტორიო სასწავლო პროცესს დღეიდან გააგრძელებენ.
კომენტარები