საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე წესდება შეზღუდვები, რომლის მიზანიც სააღდგომო და მომდევნო პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.
როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო, დღეიდან ათი დღით დაიკეტა. სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და პროცესში მერიის მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება.
კომენტარები