დღეიდან საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მუშაობა აკრძალულია. მგზავრებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსის მძღოლი იზოლირებული იქნება და მგზავრებს ტრანსპორტში ასვლა მხოლოდ უკანა კარიდან შეეძლებათ.
შეზღუდვები შეეხება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სატრანსპორტო საშუალებებსაც. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დროებით მუშაობას შეწყვეტს რიყე-ნარიყალას მიმართულების საბაგიროც.
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსა და ავტობუსებში სპეციალური ხსნარით დენიზინფექციას ყოველდღიურად ატარებს.
კომენტარები