• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარედ ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით იცვლება – ნახეთ დეტალები

ალია ავტორი - ალია
11:18 05-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებამდე, 14 მაისიდან დამატებით ლოკაციაზე – თელავის ქუჩის კვეთიდან წინანდლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო გადაადგილების სქემაც დროებით შეიცვლება.

კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე წინანდლის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით.

მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ალ. წურწუმიას ქუჩის საშუალებით, შემდგომ სვლას განაგრძობენ თელავის, ახმეტისა და წინანდლის ქუჩების მიმართულებით და დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბიჭორმის ქუჩებს.

ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება წინანდლისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმისა და წინანდლის ქუჩების გამოყენებით. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კი, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბოჭორმის, ზურაბაშვილისა და

წურწუმიას ქუჩების გავლით.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, მოძრაობას განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ევროპის მოედანს, სვლას განაგრძობენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩასთან დააკავშირებენ.

უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ავტობუსები გადაინაცვლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ წინანდლის, ახმეტის, თელავის, წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას განაგრძობენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდებიან ახმეტისა და წინანდლის ქუჩებს და მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებგვერდს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved