• რეკლამა
  • კონტაქტი
12:48, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვალა – ვინ როგორ აიღებს სესხს, ნახეთ დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:24 05-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
529

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება.

იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.

„ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.

„საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება, საუბარია, 3%-იან შოკზე, ეხება ცვლად განაკვეთიან სესხებს, რომელთა დიდი ნაწილიც იპოთეკური სესხებია, რომელიც რეფინანსირებაზეა მიბმული. მაგალითისთვის, თუ თქვენ იღებთ სესხს 7%-ში 10 წლის ვადით და თქვენი ყოველთვიური გადასახდელი გადაითვლება და გამოგივათ 100 ლარი გადასახდელი. ამ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი ანგარიშდება 10%-ზე, ანუ ცვლად განაკვეთიან სესხზე. რეალურად, 10%-ში გადაითვლება დღეის მდგომარეობით, ლარში საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთი და აღნიშნული შოკის გათვალისწინება, თან შემოსავლის კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ლარში მოახდენს ეფექტს თუმცა დიდად არა, ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილი.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრად ნაკლებია შემოსავლის კოეფიციენტი. მეორე საკითხია ის, რომ 15 წლიდან 10 წლამდე შეიზღუდა იპოთეკური სესხების დრო და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, კიდევ უფრო გამკაცრებას. პრაქტიკულად, ყველა ამ გადაწყვეტილებით დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში, ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ. ან იმდენად მცირე თანხას მიიღებენ, რომ შეიძლება საინტერესოც აღარ იყოს. ყველაზე მეტად შეეხება საშუალო შემოსავლის პირებს,“ – ამბობს ძნელაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!

12:19 10-06-2026
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved